კონსტიტუციურ სარჩელში “კოალიცია ცვლილებისთვის” სულ ორჯერ არის ნახსენები, აქედან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში აქამდე, რას გვედავება მოსარჩელე ვერ გავიგეთ - უკვე, თუ არ ვცდები, 14 დღეა, ვიკრიბებით და ჯერ პასუხი არავის გაუცია. ალბათ, ისე დასრულდება ეს პროცესები, რომ პასუხი არ გვექნება, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კოალიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველ ხალხს უთხრან სიმართლე.

"ზოგადად კონსტიტუციურ სარჩელში “კოალიცია ცვლილებისთვის” სულ ორჯერ არის ნახსენები, აქედან გამომდინარე, ყოველ შემთხვევაში აქამდე, რას გვედავება მოსარჩელე, ვერ გავიგეთ ან სასამართლოს პლენუმის მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის შინაარსი და აზრი რაში მდგომარეობს. მაგალითად, ერთი ფაქტობრივი არაზუსტი შეკითხვა იყო, რომელიც ეხებოდა “ნაციონალური მოძრაობის” ბირთვს, ეს ფაქტობრივი უზუსტობაა იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი პოლიტსაბჭოს 80% არიან ის ადამიანები, რომლებიც ბოლო ორი წელია, რაც პოლიტიკაში არიან, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს და “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრებიც გვყავს, ეს არის ქართული პოლიტიკური ელიტა. ამიტომ საერთოდ რაზე საუბრობდა და რა შეკითხვა დაგვიტოვა, შინაარსი გასაგებია, მაგრამ რატომ ეხება ეს “კოალიცია ცვლილებისთვის” პარტიის აკრძალვას, უკვე, თუ არ ვცდები 14 დღეა, ვიკრიბებით და ჯერ პასუხი არავის გაუცია, ალბათ, ისე დასრულდება ეს პროცესები, რომ პასუხი არ გვექნება, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველ ხალხს ვუთხრათ სიმართლე, რასაც ისინი უკვე მკაფიოდ ამჩნევენ და არა მხოლოდ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი, არამედ უკვე “ქართული ოცნების” ამომრჩეველიც შეწუხებულია იმით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება", - განაცხადა თენგო თევზაძემ.