"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისთვის მეორე მოსმენით კენჭისყრა ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

"ფაქტია, რომ ამ კანონპროექტს დღეს ვერ ამოვწურავთ. ხვალ 11:45-ზე გვექნება ბიუროს სხდომა, 12:00-ზე კი პლენარულ სხდომას ამ კანონის განხილვით განვაახლებთ, შესაბამისად, დღეს კენჭისყრა არ იქნება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.