მე ვემხრობი იმ იდეას, რომ უვიზო მიმოსვლას არ უნდა შევეხოთ. ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ამისათვის ძალიან დიდი ბრძოლა გავიარეთ, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატმა კნუტ აბრაჰამმა განაცხადა.

"მე ვემხრობი იმ იდეას, რომ უვიზო მიმოსვლას არ უნდა შევეხოთ. ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ამისათვის ძალიან დიდი ბრძოლა გავიარეთ, არა იმიტომ, რომ ტექნიკური პრობლემები იყო, არამედ ეს იყო უდიდესი სიგნალი, რომ თქვენ ჩვენთან ხართ, ჩვენს სივრცეს ეკუთვნით. ასეთი რამის გაუქმება ძალიან მარტივია, მაგრამ ძალიან რთული იქნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი ამის თავიდან აღდგენა. 

ვშიშობ, რომ ასეთი ნაბიჯის გადადგმით ჩვენ იმ ხალხის წისქვილზე დავასხამთ წყალს, ვინც არ არის დაინტერესებული, რომ საქართველო ევროპის ნაწილი გახდეს", - განაცხადა კნუტ აბრაჰამმა.