ვაჩვენოთ, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ, რომ ვართ უმრავლესობა და აუცილებლად დავიბრუნებთ იმ სახელმწიფოს, რომელიც წაგვართვა ბიძინა ივანიშვილის პარტიამ, -  ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ის, რომ ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა, უნდა შეიკრიბოს 28 ნოემბრის დაგეგმილ აქციაზე.

"ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ის, რომ ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანობა, რომ ამ სახელმწიფოს მართავდეს ხალხი და არა რაღაც ბანდიტური დაჯგუფება, უნდა შევიკრიბოთ ყველანი და ჩვენი მსვლელობით ვაჩვენოთ, რომ ბრძოლას ვაგრძელებთ, რომ ვართ უმრავლესობა და აუცილებლად დავიბრუნებთ იმ სახელმწიფოს, რომელიც წაგვართვა ბიძინა ივანიშვილის პარტიამ", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

28 ნოემბერს, 19:00 საათზე თსუდან რუსთაველის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობაა დაგეგმილი.