ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე "ქართული ოცნების" კონსტიტუციურ სარჩელს ეხმაურება, რომელშიც მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო – ლელოს“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

"შოკის მომგვრელი სიახლე საქართველოდან – მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოში სარჩელი შეიტანა სამი მთავარი ოპოზიციური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ლელოს“ და „ახლის“ (კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ნაწილი) აკრძალვის მოთხოვნით. „ქართული ოცნება“ ლუკაშენკოს ტყუპისცალად გადაიქცა – კრემლის სახელმძღვანელოს პირდაპირ მიჰყვება“, – წერს რასა იუკნევიჩიენე.