ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, ის იმ იდეას ემსახურება, რომლითაც სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობა აღდგა.

“1990 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა. მე ვარ ამაყი, ჩემს მეგობრებთან ერთად, ვიცავ იმ ღირებულებებს, რა იდეითაც საარჩევნო ყუთთან მაშინ საქართველოს მოქალაქე მივიდა. მაშინ მთავარ მიზანს სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის აღდგენა და 1921 წლის დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი მემკვიდრეობის აღდგენა წარმოადგენდა. ვემსახურები იმავე იდეას და საკონსტიტუციო სასამართლოს დარბაზში, პლენუმის წინ, ვფიცავ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობაზე შურისძიება და საბჭოთა რევანში ვერასდროს შედგეს, ალბათ, პლენუმის წევრებიც მეთანხმებით, რომ თქვენც იმავეს გააკეთებთ“,- განაცხადა თენგო თევზაძემ.