ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება" სახელმწიფო მოაქციოს იზოლაციაში, როგორ ცდილობს, ის იყოს რუსეთისა და ირანის გავლენის ქვეშ, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყურადღება გამახვილდება პატიმრებზეც.

"ყურადღება გამახვილდება იმაზე, თუ როგორ ცდილობს "ქართული ოცნება", სახელმწიფო მოაქციოს იზოლაციაში, როგორ ცდილობს, ის იყოს რუსეთისა და ირანის გავლენის ქვეშ. ასევე, მნიშვნელოვანი იქნება შეფასება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ, ფაქტობრივად, საქართველოში დაამკვიდრეს ერთპარტიული არჩევნები, სადაც 100%-იან შედეგს იღებს მმართველი პარტია.

მესამე საკითხი იქნება პოლიტიკური პატიმრები, ისინი უნდა გათავისუფლდნენ, რომლებიც ყოველდღე ემატებიან ციხეებს", - განაცხადა თენგო თევზაძემ.

ევროპარლამენტის წევრების ვიზიტი საქართველოში დღეიდან იწყება. ვიზიტის ფარგლებში  სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრებია დაანონსებული.