ჩვენ ვცდებით, როდესაც ლუკაშენკოს, ან პუტინს ვადარებთ ხოლმე ივანიშვილის მმართველობას, მე ვფიქრობ, ეს ალბათ, უფრო ცუდი მმართველობაა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიზანია, დაამყაროს ქვეყანაში ერთი ოჯახის მმართველობა.

"ჩვენ ვცდებით, როდესაც ლუკაშენკოს, ან პუტინს ვადარებთ ხოლმე ივანიშვილის მმართველობას, მე ვფიქრობ, რომ ეს ალბათ უფრო ცუდი მმართველობაა. აქ ცხადად, ყველანაირი ნიშანია იმისა, რომ ის აპირებს ერთი ოჯახის მმართველობა ოფიციალური გახადოს, ისედაც  უკვე ვართ ჩვენ ერთი ოჯახის მმართველობაში, მაგრამ ეს იქნება ისეთი ერთი ოჯახის მმართველობა, როგორიც გვაქვს ზოგიერთ ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოში. ამისკენ მიჰყავს ივანიშვილს საქმე და რა თქმა უნდა, მას ეს აწყობს, ეს ხელს აძლევს იმიტომ, რომ ის აპირებს აქ დაამყაროს ასეთი ტიპის დიქტატურა, ის აპირებს, რომ პოლიტიკური ლიდერები გამოამწყვდიოს ციხეში, აკრძალოს პოლიტიკური პარტიები, 2028 წელს, როცა უწევს შემდეგი საპარლამენტო არჩევნები, იმ მომენტისთვის დღეს, ვინც ცოტათი მაინც პოლიტიკურად აქტიურია, 2028 წლის არჩევნები დაემსგავსოს ისეთ არჩევნებს, როგორიც ტარდებოდა საბჭოთა კავშირში", - განაცხადა გია ჯაფარიძემ.