პირდაპირ უკავშირდება საქართველოს საკითხს უკრაინის თემა. თუ უკრაინა ვერ გადარჩა, მაშინ საქართველოს საკითხი საერთოდ არ იდგება დღის წესრიგში არასოდეს, -  ამის შესახებ ანალიტიკოსმა ზურაბ ბატიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მარტის თვის მეორე ნახევარში დიდი ალბათობით, MEGOBARI act-საც მიიღებს აშშ საქართველოსთან დაკავშირებით.

"პირდაპირ უკავშირდება საქართველოს საკითხს უკრაინის თემა. თუ უკრაინა ვერ გადარჩა, მაშინ საქართველოს საკითხი საერთოდ არ იდგება დღის წესრიგში არასოდეს, მაგრამ ამავე დროს ვიცით, რომ MEGOBARI act ამ თვის მეორე ნახევარში უნდა განიხილონ და დიდი ალბათობით, მიიღებენ იმიტომ, რომ ორპარტიული მხარდაჭერაა და როგორც წესი, ორპარტიულ  მხარდაჭერას წინაღობა არ ხვდება ხოლმე. ამ მხრივ, ეს იმედის მომცემია. იმედის მომცემია, რომ საქართველო დგას გლობალურად დგას დღის წესრიგში და კიდევ უფრო მეტად იდგება ევროპელების მხრიდან იმიტომ, რომ ევროპელები უფრო მეტად არიან კონცენტრირებული უსაფრთხოების საკითხებზე კონტინენტზე და ამაში საქართველოსაც დიდი ადგილი", - განაცხადა ზურაბ ბატიაშვილმა.