საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამთავრობო ცვლილებებს ეხმაურება.

"ვაშა! გვყავს გენერალისიმუსი, რომელიც ითავსებს კოორდინატორ-ისიმუსის ფუნქციას და რომლის ბიოგრაფიაც ყველა საძიებელ პლატფორმაზე გაიწმინდა ნაცებთან ყოველგვარი წარსული კავშირებისგან! უსაფრთხოება კი “მანდატურთუხუცესის” ხელში გადადის! ესეიგი ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ ვითარების დროს… მეტად "გამოცდილ" ხელში!

ჩვენ კი ამგვარ სრულიად რიტუალურ როტაციაზე (სტალინის გამოცდილი მეთოდი) უნდა ვიმსჯელოთ და დრო, ენერგია ფუჭად ვხარჯოთ. ან ერთმანეთს უნდა გადავასკდეთ იმის გარჩევაში, თუ რას ნიშნავს "პატარა პრინცის" გამოსვლა პოლიტიკურ სცენაზე და რას უპირებს მას მამა…

მთავარია, არც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაკარგვაზე, არც ქვეყნის მომავალზე, არც მოსახლეობის უმძიმეს ყოფაზე, არაფერ სხვაზე არ ვიფიქროთ… მთელი ყურადღება გადატანილ იყოს, სატელევიზიო სერიალების მსგავსად, ყოველდღიურად გადმოგდებულ ახალ ახალ სალაყბო საგანზე", - წერს ზურაბიშვილი.