ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა. ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.

შემთხვევის დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.