შუქრუთის მაღაროში დასაქმებული მაღაროელი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მოხდა, თუმცა ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად გულის შეტევა სახელდება, თუმცა ერთ-ერთი მაღაროელის თქმით, ადგილზე, სადაც ისინი მუშაობენ, არ არის განიავების სისტემები, რაც უჰაერობას იწვევს.

"ადამიანი იყო უაღრესად მშრომელი და მოწესრიგებული. ეს არის შუქრუთის მაღარო, სადაც ეს ტრაგედია მოხდა, თენგიზ კობერიძის დირექტორობის ქვეშ მყოფი მაღარო და განსაკუთრებით ცდილობენ, რომ შემთხვევა, რომელიც მოხდა მაღაროში გვიან ღამით, არ გამოვიდეს სააშკარაოზე და არავინ გამოიტანოს პასუხი, თუ იქ რა მოხდა.

ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, ჯეირანი გულის შეტევით გარდაიცვალა, თუმცა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში მწვავე განცხადებებს ვაკეთებთ და ვამბობთ, რომ ჩვენ გვაქვს ინფორმაცია მაღაროებზე - არ არის ნორმალური განიავების საშუალება, რაც იწვევს უჰაერობას", - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.