ხონის მუნიციპალიტეტში მამაკაცი, რომელიც ტაძარში ფრესკას ხატავდა, ხარაჩოდან გადმოვარდა.

“ინფო იმერეთის” ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი ტაძარში გარდაიცვალა.

შემთხვევა სოფელ გუბში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან არის.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.