საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში დღეს, თბილისის დროით 16:23 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიდიდემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ქალაქი დმანისიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 3 კმ-ში, სოფელ ვაკეში დღეს, თბილისის დროით 16:23 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიდიდემ 3.3 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.
1776323592
"გიორგი იყო ჩემი პირადი დაცვის ოფიცერი და პრეზიდენტობის შემდეგ, ამერიკაში წასვლის შემდეგ წამომყვა ნიუ-იორკში, სადაც მეხმარებოდა რამდენიმე თვე, სანამ არ წავიდოდით ერთად უკრაინაში.იქ გულმა სამხედრო სამსახურისკენ გაუწია და ანდრე ბელეცკისთან ერთად იყო "აზოვის" ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი, სადაც ის ხელმძღვანელობდა ჯარის მომზადებას.მარიუპოლის ალყის დროს, აზოვსტალზე მძიმედ დაიჭრა და ბოლოს ვერტმფრენით გადმოაფრინეს სასწაულით კიევში. მორჩა და დაბრუნდა აზოვში, სადაც დააწინაურეს პოლკოვნიკად და უმნიშვნელოვანესი პოლკის მეთაურად.გიორგი არის უცხოეთში მოღვაწე ქართველი ოფიცრების ღირსეული მემკვიდრე. ამ ოფიცრებში შედიოდნენ პოლონეთისთვის მებრძოლი ქართველი გმირები, ესპანეთში უმნიშვნელოვანესი სარდალი, გენერალი ამილახვარი, ასევე აშშ-ში გენერალი შალიკაშვილი და ახლა უკვე ქუფარაშვილი და მისი მრავალრიცხოვანი ქართველი თანამებრძოლები უკრაინაში.ქართველები პოლონეთშიც, ესპანეთშიც, ამერიკაშიც და უკრაინაშიც იბრძვიან იმიტომ, რომ მიაჩნდათ და მიაჩნიათ, რომ ეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ნაწილი. მინდა ვუთხრა გიორგის და სხვებს - წინ გველოდება აფხაზეთი და საქართველოს სხვა გასათავისუფლებელი ტერიტორია. ბედნიერებაა, რომ გიორგი მარიუპოლში გადარჩა და ნამდვილ ლეგენდარულ ოფიცრად იქცა.სამწუხაროდ, ჩემი დაცვის მეორე ოფიცერი და ჩემი ახლო მეგობარი კახა თილიძე ბრძოლაში დაეცა ზაპოროჟიესთან. ჩემთვის დიდი პატივი იყო კახასთან, გიორგისთან, ვანო ნადირაძესთან და სხვებთან ახლობლობა. მათ შორის, ამ ქართველი ოფიცრების დამსახურებაა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, პირველად 2022 წლის ხარკოვის ოპერაციის შემდეგ, სწორედ ახლა, ჩემი მეგობრის, მიხეილ ფიოდოროვის თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ (მისი მრჩეველია გოგა ცხაკაია) მოიპოვეს სტრატეგიული უპირატესობა ფრონტზე.Слава Україні!" - წერს სააკაშვილი.
1776323164
ბაზისბანკის ინფორმაციით, აღნიშნული ტრანზაქცია მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს საქართველოს საბანკო სექტორის განვითარებაში და ქმნის ახალ შესაძლებლობებს ბაზარზე. ორი წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის ერთობა, რომელთაც აქვთ ერთმანეთის შემავსებელი ძლიერი მხარეები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს კონკურენციის გაძლიერებას და მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი ფინანსური პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას.“აღნიშნული ტრანზაქცია უმნიშვნელოვანესი ეტაპია ორი წარმატებული ბანკის ისტორიაში. ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა არის უნიკალური შესაძლებლობა ადამიანური და ტექნოლოგიური რესურსების სინერგიით შევქმნათ მძლავრი უნივერსალური ფინანსური პლატფორმა, რომელიც თანაბრად ძლიერია, როგორც ბიზნესის მხარდაჭერით, ისე საცალო მიმართულებით.ამ გარიგებით, ვაძლიერებთ კონკურენციას ბაზარზე, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებელთა ინტერესებზე. დამატებითი რესურსები კი, მეტი ბიზნესის დაფინანსების შესაძლებლობაა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აცხადებს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა."ჩემთვის დიდი პატივი იყო ლიბერთის გუნდის ხელმძღვანელობა იმ პერიოდში, როდესაც ბანკმა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია და ზრდა განიცადა. მადლიერი ვარ თითოეული თანამშრომლის პროფესიონალიზმისა და ერთგულებისთვის, რაც ბანკის წარმატების მთავარი საფუძველია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ტრანზაქცია შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბანკისთვის, მისი მომხმარებლებისა და გუნდისთვის, რაც საბოლოო ჯამში გააძლიერებს საბანკო სისტემას და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, - აცხადებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ბექა გოგიჩაიშვილი.ბიზნესპროცესების უწყვეტობისა და ორი ფინანსური ინსტიტუტის კოორდინირებულად მართვის უზრუნველსაყოფად, ბაზისბანკის გენერალური დირექტორი დავით ცაავა ასევე დაიკავებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის პოზიციას.მიმდინარე ეტაპზე ორივე ბანკი ჩვეულ რეჟიმში, დამოუკიდებლად აგრძელებს საქმიანობას. ბაზისბანკის მომხმარებლები მომსახურებას მიიღებენ ბაზისბანკში, ხოლო ლიბერთი ბანკის მომხმარებლები - ლიბერთი ბანკში.მომხმარებლებისთვის ყველა სერვისი, პროდუქტი და არხი მუშაობს შეუფერხებლად და მომსახურება გრძელდება ჩვეულ რეჟიმში.ბაზისბანკი ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც კორპორატიულ, მცირე და საშუალო ბიზნესის და საცალო მომხმარებლებისთვის საბანკო, სალიზინგო და სადაზღვევო მომსახურების შეთავაზებით ქმნის ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებლის წარმატებასა და გრძელვადიან ნდობაზეა ფოკუსირებული. 2025 წლის ფინანსური შედეგებით, ბანკის მთლიანი აქტივები 4.9 მლრდ ლარს შეადგენს. მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.3 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 3.5 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 122.4 მილიონი ლარია.ლიბერთი ბანკი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტია და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 60,000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს. ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით: 500-მდე მომსახურების ცენტრით, 700-მდე ბანკომატით, ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობა 5,600-ს აღემატება. ბანკის აქტივები 5.8 მლრდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.2 მლრდ ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 4.17 მლრდ ლარი. ბანკის 2025 წლის წმინდა მოგება 128 მილიონი ლარია. ბანკის ყოფილმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ "ლიბერთი ბანკის" გაყიდვის სურვილი ოფიციალურად 2025 წელს გამოთქვა. 2026 წლის თებერვალში, ბრიტანული სანქციების გამოცხადების შემდეგ რუხაძემ გაყიდა "ტვ იმედიც".
1776322642
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სარეალიზაციოდ დაფასოებული სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: "ალფა-პვპ", "მეთადონი“ და "გამომშრალი მარიხუანა“.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.
1776319091
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 315 070 (+1 100) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 16.04.26-მდე: ტანკები – 11 866 (+2), ჯავშანტექნიკა – 24 391 (+1), საარტილერიო სისტემები – 40 046 (+43), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 738 (+2).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 347 (+1), თვითმფრინავები – 435 (+0), ვერტმფრენები – 350 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 240 598 (+1 357), ფრთოსანი რაკეტები – 4 537 (+20).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 89 761 (+208), სპეციალური ტექნიკა – 4 126 (+1).
1776284252
მისივე თქმით, სანამ ერთმანეთის სოლიდარობას არ ისწავლიან ადამიანები, მანამდე იქნება თავნებობა და უსამართლობა."ყველაფრისთვის არის ფული, მაგრამ როცა საქმე მიდგება იმაზე, რომ ბავშვებს წამალი სჭირდებათ - ფული არ არის, როდესაც სახლი ენგრევა ადამიანს და ხელის გამართვა სჭირდება, არც იქაა ფული და არ იქ, როცა ბავშვებს სკოლაში კვება სჭირდებათ, რომელზეც ამდენი წელია ვსაუბრობთ. როცა ვიწრო, პატარა ჯგუფს რამე სჭირდება, ამ დაჯგუფებას, ვისაც მიტაცებული აქვთ ძალაუფლება, მაშინ ყველაფერი არსებობს, მაგრამ როცა ადამიანებს სჭირდებათ დახმარება, მაშინ არაფერი არსებობს - ეს არის უსამართლობა.დღეს უსამართლობამ საქართველოში ყველა ჯგუფს მიაკითხა, იმ ბავშვებს და მათ მშობლებსაც მიაკითხათ, რომლებიც ამდენი ხანია, წამალს ითხოვენ, იმ ბავშვებსაც მიაკითხა, ვინც მშიერი დადიან სკოლაში, იმასაც, ვინც ძალადობრივ გარემოში იზრდებიან და ასევე მიაკითხა იმ ადამიანებსაც, ვისაც სოფლებში სახლის საძირკველები გამოუთხარეს და სახლები ჩაუნგირეს. როდემდე შეიძლება ეს გაგრძელდეს?!აქვე მინდა საზოგადოებას ვუთხრა - ჩვენ გვაქვს ერთი დიდი და მთავარი პრობლემა, ამ ბავშვებს და მათ მშობლებს რომ ვუყურებ, ისე ჩანს, თითქოს ეს მხოლოდ მათი პრობლემაა, რაიმე უსამართლობას როცა ვხედავთ, თითქოს, მხოლოდ ამ ადამიანების პრობლემაა, სინამდვილეში, ეს პრობლემები ყველას გვეხება, ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ ამ ე.წ. ხელისუფლებას, რომ ეს პრობლემები არ დატოვოს ურეაგიროდ და კიდევ, სანამ ერთმანეთის სოლიდარობას არ ვისწავლით, მანამდე იქნება ასეთი თავნებობა და უსამართლობა", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
1776283697
პრეზიდენტის თქმით, ხუთმა პარტნიორმა ქვეყანამ დაადასტურა PURL პროგრამაში წვლილის შეტანა, ნორვეგია 500 მილიონ დოლარზე მეტს გამოყოფს უკრაინული ბრიგადების დრონებით უზრუნველყოფისთვის და 150 მილიონ დოლარს ლოგისტიკისთვის. ნიდერლანდები დრონების შესაძენად 200 მილიონ ევროზე მეტს გამოყოფს.ბელგია ასევე უზრუნველყოფს საბრძოლო მასალისა და საჰაერო თავდაცვის დაფინანსებას, ხოლო დიდი ბრიტანეთი და გერმანია გააგრძელებენ მუშაობას დრონების მიწოდებასა და შორ მანძილზე მოქმედი დარტყმის შესაძლებლობების განვითარებაზე.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ შეხვედრის დროს პარტნიორებმა აღნიშნეს უკრაინული ბრიგადების მდგრადობა ბრძოლის ველზე."ასევე არსებობს მკაფიო გაგება ჩვენი საჭიროებების შესახებ საჰაერო თავდაცვისა და ერთობლივი იარაღის წარმოების კუთხით. მთავარია, რომ ყველა გამოცხადებული ვალდებულება სრულად და დროულად შესრულდეს", - განაცხადა ზელენსკიმ.მისივე თქმით, საკმარისი დაცვის უზრუნველყოფის შემთხვევაში, რუსეთი კარგავს ოკუპაციის მიზნების მიღწევის შესაძლებლობას.
1776282095
11:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების დავით და გიორგი მიქაძეების და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება. 11:00 საათზე - პარტია "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრები საგანგებო ბრიფინგს გამართავენ.მისამართი: ჩიტაძის 11, II სართულისაკონტაქტო ნომერი: 557 21 23 13 14:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების - მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, პაატა ბურჭულაძის, ირაკლი ბერიძისა და კიდევ 5 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
1776282081
კუროყველაფერი მეტად მოსაწყენად და ერთფეროვნად გეჩვენებათ. შეეცადეთ, რაიმე შეცვალოთ, გადით ბუნებაში, შეცვალეთ გარემო და აუცილებლად გადაერთეთ პოზიტივზე, ისუნთქეთ სუფთა ჰაერი, მოიცილეთ აბეზარი ფიქრები.ტყუპებიშეეცადეთ, ყველას დაანახოთ თქვენი მტკიცე ხასიათი და არ დათანხმდეთ სათადარიგო როლს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს იდეებს მიითვისებენ.კირჩხიბიიმოქმედეთ სწრაფად და თავდაჯერებულად. მოიკრიბეთ ნებისყოფა და აიღეთ სტარტი, ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებთ, აუცილებლად მოგიტანთ წარმატებას. დღეს შეგიძლიათ, ბევრი კარგი რამ გააკეთოთ.ლომიმოერიდეთ ჯგუფურ საქმიანობას და აკეთეთ ის, რაზედაც მხოლოდ თვითონ ხართ პასუხისმგებელი. ამ დღეს სწორი გადაწყვეტილებაა აქტიური დასვენება.ქალწულიდღეს შანსი გექნებათ, წარმატებით გაართვათ ყველაფერს. საჭირო ადამიანების თანადგომით, ყველაფერს საუკეთესოდ განახორციელებთ.სასწორიმშვიდად და მტკიცედ შეხვდით ნებისმიერ გამოხდომას. დაისვენეთ და გაერთეთ ოჯახურ, ან მეგობრულ გარემოში.მორიელინუ იქნებით ორიენტირებული სწრაფ შედეგებზე, ნუ იჩქარებთ, მოთმინებითა და მშვიდი ნაბიჯებით, შეძლებთ, ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე. ამ დღეს, კარგია, ოჯახურ გარემოში ყოფნა.მშვილდოსანიმოულოდნელად მიღებულმა გადაწყვეტილებამ, შესაძლოა, პრობლემა შეგიქმნათ. იყავით ტაქტიანი და წინდახედული, გაცხარება არ წაგადგებათ.თხის რქადღეს, მარტივია ურთიერთგაგების მიღწევა როგორც პირად, ისე ნებისმიერ სფეროში, იყავით ორგანიზებული და საუკეთესო შედეგებს მიიღებთ. ირგვლივ მყოფთა დახმარებით, შეძლებთ თქვენი მიზნების რეალიზებას.მერწყულიყოველგვარი ეჭვი მოიშორეთ გონებიდან და მეტად ენდეთ საკუთარ თავს, სიმტკიცე და თავდაჯერებულობა ხელს შეგიწყობთ ნებისმიერ საქმეში.თევზებიმშვენიერი, დადებითი ემოციებით აღსავსე დღეა. ენთუზიაზმითა და სასიამოვნო განწყობით მზად ხართ, ყველას დასახმარებლად, გარშემომყოფნი კი თქვენი მისამართით არ იშურებენ კომპლიმენტებსა და საქებარ სიტყვებს.
"თბილისის მხრიდან ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ როგორმე მოხერხდეს ბაქოსა და ერევნის გავლით ურთიერთობების მოწესრიგება აშშ-სთან"
1775506082
ეკა კუპატაძე - დღეს ვუყურე, როგორ მოკლეს ჩემი შვილი, ესენი არიან სისხლმოწყურებული ავადმყოფები, ამათი გამოსწორება არ იქნება
1775220733
თბილისის მეტროს პირველმა ხაზმა მგზავრთა მიღება განაახლა
1775372368
ზელენსკი - უკრაინა ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარებისთვის მზადაა, თუმცა პარტნიორებმა მხოლოდ გამოცდილების გაზიარება ითხოვეს
1775391596
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ერთგული დაცვის ოფიცერი და ძალიან კარგი ადამიანი, გიორგი რუბაშვილი გარდაიცვალა გულის შეტევით
1775896360