სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაისეტყვა შილდა, გრემი, საბუე, ალმატი.
ჯერჯერობით უცნობია რა სახის ზარალი მიადგა მოსახლეობას.
სტიქიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა.
ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაისეტყვა შილდა, გრემი, საბუე, ალმატი.
ჯერჯერობით უცნობია რა სახის ზარალი მიადგა მოსახლეობას.
1790099440
"ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებთან და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. ეს მოხდება, ვფიქრობ, იმაზე სწრაფად, ვიდრე ხალხს ჰგონია.ვაგრძელებთ რუსეთსა და უკრაინას შორის კატასტროფული ომის დასრულების გზების ძიებას, რომელიც, როგორც აღვნიშნე, ყოველთვიურად ათასობით და ათასობით ადამიანს კლავს.გასულ კვირას, სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად, ხელი მოვაწერე კონგრესის მიერ მიღებულ ახალ ძლიერ კანონს, რომელიც უზარმაზარ ახალ სატარიფო უფლებამოსილებებს მანიჭებს და თუ საჭირო გახდა, მომიწევს მათი გამოყენება. დროა, მკვლელობები შეწყდეს“,- განაცხადა ტრამპმა.
1790095080
ტრამპის თქმით, ვაშინგტონი აგრძელებს მუშაობას რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად."ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ სწრაფვას იმისკენ, რომ დავასრულოთ დამღუპველი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის, რომელიც ყოველთვიურად ათიათასობით ადამიანს კლავს“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.ამავდროულად, ტრამპმა ახსენა კანონი, რომელიც აფართოებს მის უფლებამოსილებას ტარიფების დაწესების კუთხით და აღნიშნა, რომ დოკუმენტს ხელი გასულ კვირას მოაწერა."გასულ კვირას, სენატორ ლინდსი გრემის პატივსაცემად, ხელი მოვაწერე კონგრესის მიერ მიღებულ ახალ, ძლიერ კანონს, რომელიც მაძლევს მნიშვნელოვან ახალ უფლებამოსილებას ტარიფების დაწესების შესახებ - და მე მას გამოვიყენებ საჭიროების შემთხვევაში. დროა, მკვლელობები შეწყდეს“, - განაცხადა ტრამპმა.
1790093401
მათივე ცნობით, თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტო გადავიდა მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.„ყველა საბავშვო ბაღში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პარალელურად, გამკაცრებულია სანიტარიულ-ჰიგიენური რეჟიმი და მისი კონტროლი. ხდება ზედაპირების დასუფთავება და სივრცეების დეზინფექცია ორ საათში ერთხელ და ტერიტორიის დეზინფექცია ყოველი სააღმზრდელო დღის ბოლოს. ასევე, გარკვეული ცვლილებები შევიდა როგორც კვების რაციონში, ისე სასწავლო პროცესისთვის განკუთვნილი ინვენტარის მოხმარების კუთხით. შეგახსენებთ, ეს არის დროებითი ღონისძიება, რომლის დასრულებისთანავე, ბავშვები დაუბრუნდებიან ჩვეულ საააღმზრდელო პროცესს“, – აღნიშნულია თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციაში.
1790089320
მე-11 ნაკადის მონაწილეები არიან:Azta, Joberos, MediMind, moonlight, Naoma AI Inc., Pugi, Sparrow Analytics, Subsig, Synqmonkeys, TaskRoom, Yenaპროგრამა ადრეული ეტაპის ტექნოლოგიურ სტარტაპებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკაზე დაფუძნებული ცოდნა, დახვეწონ ბიზნესმოდელები, მოამზადონ ზრდის სტრატეგიები და დაიწყონ საერთაშორისო მასშტაბებზე გასვლა.12-კვირიანი ინტენსიური პროგრამა მოიცავს სასწავლო მოდულებს, ინდივიდუალურ მენტორინგს საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექსპერტებთან და მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლებიც სტარტაპების განვითარების ადრეულ ეტაპზე ვლინდება.“მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 500 Global in Eurasia-ს აქსელერაციის პროგრამის მეთერთმეტე ნაკადს აქვს შესაძლებლობა, ინტენსიური გადამზადება გაიაროს. პროგრამის მონაწილეები მუშაობენ კვალიფიციურ მენტორებთან და ინვესტორებთან, იღებენ პრაქტიკულ ცოდნას ბიზნესის განვითარებისა და მასშტაბირების მიმართულებით, ემზადებიან ინვესტიციების მოსაზიდად და ამყარებენ კავშირებს საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლებთან. გვიხარია, რომ ვქმნით შესაძლებლობებს სტარტაპებისთვის და ხელს ვუწყობთ, რათა იდეები კონკურენტუნარიან პროდუქტებად აქციონ და საერთაშორისო ბაზრებისთვის მოამზადონ”, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.500 Global in Eurasia-ს მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად პროგრამის მასშტაბი და დაგროვილი შედეგები აჩვენებს. საქართველოში ინიციატივა 2022 წლიდან, საქართველოს ბანკის, GITA-სა და 500 Global-ის პარტნიორობის ფარგლებში ხორციელდება. ამ პერიოდის განმავლობაში გადამზადდა 100-ზე მეტი დამფუძნებელი და სტარტაპის წარმომადგენელი, ხოლო პროგრამა საქართველოში ტექნოლოგიური მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად ჩამოყალიბდა.აქსელერაციის პროგრამის დასკვნით ეტაპზე ტრადიციულად დემო დღე იმართება. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები საკუთარ პროდუქტებს, ბიზნესის განვითარების დინამიკასა და მიღწეულ პროგრესს ინვესტორებს, კორპორაციული სექტორის წარმომადგენლებსა და ინდუსტრიის ექსპერტებს წარუდგენენ. დემო დღე სტარტაპებისთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, გააფართოონ პროფესიული ქსელი, დაამყარონ ახალი ბიზნესკავშირები და საკუთარი იდეები პოტენციურ პარტნიორებსა და ინვესტორებს გააცნონ.
1790089020
მისივე თქმით, მისი პოლიტიკაში მოსვლა კარიერის, თანამდებობის ან პირადი ინტერესების გამო არ არის.“უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ მათგანს გამოცხადებული ნდობისთვის.განსაკუთრებით მინდა დავწერო რამდენიმე სიტყვა ლევან ხაბეიშვილზე. ბოლო წლების განმავლობაში მან არაერთხელ აჩვენა სიმტკიცე, თავდადება და საკუთარი პრინციპების ერთგულება. ჩემთვის და მრავალი ადამიანისთვის ის არის ადამიანი, რომელმაც რთულ ვითარებაშიც არ დაკარგა ბრძოლისთვის საჭირო ძალა და რწმენა. სწორედ ამიტომ არის ის ჩვენთვის ძვირფასი - არა მხოლოდ, როგორც პოლიტიკური ფიგურა, არამედ, როგორც მეგობარი, თანამებრძოლი და ღირსეული ადამიანი.მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ეს არ არის ჩემი პოლიტიკაში მოსვლა კარიერის, თანამდებობის ან პირადი ინტერესების გამო. მე არ ვეძებ ძალაუფლებას და არც პოლიტიკური სტატუსი ყოფილა ოდესმე ჩემი მიზანი.ამ გადაწყვეტილების უკან დგას მხოლოდ ერთი მოტივი - საქართველოს სიყვარული და პასუხისმგებლობის განცდა საკუთარი ქვეყნის წინაშე.ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი ბრძოლაში გავატარე - სიმართლისთვის, ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის. ამიტომაც დღესაც საკუთარ თავს პოლიტიკოსად კი არა, ამ ქვეყნის რიგით მოქალაქედ, პატრიოტად და მებრძოლად მივიჩნევ, რომელსაც არ შეუძლია გულგრილად უყუროს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც საქართველო დგას.ამ პარტიის ისტორიას უკავშირდება საქართველოს უახლესი ისტორიის არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რეფორმა და გარდაქმნა. მიხეილ სააკაშვილი კი საქართველოს თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური ფიგურაა, რომლის სახელთანაც მრავალი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ცვლილება და ქვეყნის აღმშენებლობა ასოცირდება.ჩემთვის ეს არის კიდევ ერთი პასუხისმგებლობა, კიდევ ერთი ვალდებულება და კიდევ ერთი ნაბიჯი იმ გზაზე, რომელსაც სამშობლოს მსახურება ჰქვია.მჯერა საქართველოსი! მჯერა ქართველი ხალხის! და მჯერა, რომ როგორი რთულიც არ უნდა იყოს დღევანდელი დღე, ჩვენი ქვეყნის საუკეთესო მომავალი ჯერ კიდევ წინ არის“, - წერს ანი ნადარეიშვილი.
1790086219
"საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლის შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლო შედგება 10 წლის ვადით განწესებული 9 მოსამართლისგან, რომელთაგან 3 მოსამართლეს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, 3 მოსამართლეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3 მოსამართლეს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.ცნობისთვის, გიორგი კვერენჩხილაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება", - აღნიშნულია პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1790082343
"1. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან:1.1 სოციალურად დაუცველი სტუდენტი: საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2026-2027 წლის შემოდგომის სემესტრამდე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამავდროულად არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი, რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 150 000-ზე, ხოლო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან“ ამონაწერში ოჯახის საცხოვრებელი ადგილის მისამართად მითითებულია ქალაქი თბილისი.1.2 მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტი: საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2026-2027 წლის შემოდგომის სემესტრამდე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამავე დროს არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის მრავალშვილიანი (ოთხი და მეტი შვილი) ოჯახის წევრი;1.3 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტი: საქართველოს მოქალაქე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განცხადების წარდგენის მომენტისთვის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში რეგისტრირებული პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2026-2027 წლის შემოდგომის სემესტრამდე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამაზე, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო პროგრამაზე, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამებზე ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ამავე დროს არის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს ზომიერად, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის ან ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის“ სტატუსი;დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1 125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე:90-ზე მეტი - 100 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100% (1 125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის;70-ზე მეტი - 90 ქულის ჩათვლით - სემესტრული თანხის არაუმეტეს 100%, (1 125 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არ აღემატება 70 000-ს, მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ან სტუდენტებისთვის, რომელთაც აქვთ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი;ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა "სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ არის 70 000-ზე მეტი და 150 000-ის ტოლი ან ნაკლები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;ტოლია ან ნაკლებია 70 ქულაზე - სემესტრული თანხის არაუმეტეს 70% (787.5 ლარი) მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსის მქონე სტუდენტისათვის, ხოლო სემესტრული თანხის არაუმეტეს 50% (562.5 ლარი) სტუდენტებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ტოლია ან ნაკლებია 150 000 -ის, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტებისთვის და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისათვის;დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:პირადი განცხადება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიიდან სწავლის გადასახადის დასაფარად საჭირო თანხის ოდენობის მითითებით;საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;სოციალურად დაუცველი სტუდენტის შემთხვევაში ამონაწერი „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის შემთხვევაში - სტატუსის დამადასტურებელი ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან; მრავალშვილიანი ოჯახის წევრის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა გაცემული უნდა იყოს თბილისის მერიაში განცხადების წარდგენის კალენდარულ წელს.ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას სტუდენტის სტატუსის, სემესტრული, წლიური გადასახადის და სასწავლო გრანტის ოდენობის შესახებ ინფორმაცია;უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი/ამონაწერი, წინა სემესტრში გავლილი საგნებისა და შეფასებების შესახებ;იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის შემთხვევაში - დოკუმენტი, დროებითი რეგისტრაციის ადგილის შესახებ, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან;უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო რეკვიზიტები/ანგარიშფაქტურა;შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის შემთხვევაში - ქალაქ თბილისში რეგისტრაციის დამადასტურებელი ცნობა (განცხადების შემოტანის მომენტისთვის სტუდენტს არანაკლებ ბოლო 6 (ექვსი) თვის განმავლობაში უნდა უფიქსირდებოდეს რეგისტრაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე).განცხადებების მიღება 22 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, შარტავას ქ. N7).სტუდენტებს განცხადებების შემოტანა, ასევე შეუძლიათ, თბილისის რაიონული გამგეობების სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: https://ms.gov.ge/home/dashboard (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).საკონტაქტო ინფორმაცია სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის: 0 32 2 378455საკონტაქტო ინფორმაცია მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის: 0 32 2 378235", - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1790079644
ჯილდო წელს პირველად დაწესდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ და საქართველოს ბანკი სიაში პირველია, ვინც ეს ჯილდო მიიღო. ეს აღიარება ხაზს უსვამს ბანკის ლიდერულ როლს მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების განვითარებასა და ბიზნესებისთვის საერთაშორისო ბაზრებზე წვდომის ხელშეწყობაში.ელენე ცხადაია, საქართველოს ბანკის გლობალური საბანკო ბიზნეს მიმართულების ხელმძღვანელი: "მოხარული ვართ, რომ აზიის განვითარების ბანკისგან მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მივიღეთ და ის აზიის განვითარების ბანკისთვის (ADB) პირველი ჯილდოა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ბანკის როლს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების მიმართულებით და იმ მხარდაჭერას, რომელსაც ბანკი ბიზნესებს საერთაშორისო ბაზრებზე განვითარებასა და ზრდაში უწევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარტნიორებთან ერთად შევქმნათ ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობები და ხელი შევუწყოთ მათ საერთაშორისო ბაზრებზე გაფართოებას. გვჯერა, რომ ADB-სთან ჩვენი თანამშრომლობა მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობის შექმნის საფუძველი იქნება“.სტივენ ბეკი, აზიის განვითარების ბანკის ვაჭრობის და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ხელმძღვანელი:„ეს აღიარება ასახავს საქართველოს ბანკის წარმატებულ გამოცდილებას საქართველოს ბიზნესებისთვის, განსაკუთრებით მცირე და საშუალო საწარმოებისთვის, ვაჭრობის დაფინანსების პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით. სწორედ ასეთი პარტნიორობა წარმოადგენს ჩვენი საქმიანობის მთავარ მიზანს: ვაჭრობის დაფინანსების სფეროში არსებული დეფიციტის აღმოსაფხვრელად საჭიროა ძლიერი ადგილობრივი პარტნიორები, რომლებიც კარგად იცნობენ საკუთარ ბაზარს და მზად არიან, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე, ინოვაციური მიდგომები დანერგონ. კიდევ ერთხელ გილოცავთ და მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას მომავალ წლებში.“ADB-ის TSCFP Awards-ის ფარგლებში, Leading DMC Supply Chain Finance Award-ის ღონისძიება 8 სექტემბერს სინგაპურში გაიმართა. დაჯილდოების ცერემონია Global Trade Review-ის (GTR) Asia Conference-ის პარალელურად ჩატარდა და მას სავაჭრო დაფინანსების სფეროს წამყვანი პროფესიონალები, პარტნიორი ბანკები და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
"შანსი იმისა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპას, ან აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, არის ნულის ტოლი, სანამ ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი"
1789586780
მაგთის Mesh Wi-Fi - ძლიერი ინტერნეტსიგნალი შენობის ყველა წერტილში
1789025774
17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინეს
1789123149
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
1789583772
17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1789586641