თელავში 8 თვის ორსული ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ნაყოფიც, - ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს.

სავარაუდო მიზეზად თრომბი დასახელდა.

როგორც ცნობილია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მომხდარზე კომენტარი კლინიკას, სადაც ორსული ქალი აღრიცხვაზე დადიოდა, არ გაუკეთებიათ.