წალენჯიხაში ხანძარი ლიკვიდირებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ეკალბარდებს ეკიდა.
ინფორმაცია და ხანძრის ვიდეოკადრები წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ სოციალური ქსელით გაავრცელა.
წალენჯიხაში ხანძარი ლიკვიდირებულია. სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ეკალბარდებს ეკიდა.
ინფორმაცია და ხანძრის ვიდეოკადრები წალენჯიხის მერის მოადგილემ თამარ ბელქანიამ სოციალური ქსელით გაავრცელა.
1776780811
ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.მისივე თქმით, გეკა გელაძის კანდიდატურა პარლამენტს დასამტკიცებლად უახლოეს სასესიო კვირაში წარედგინება.მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 2025 წლის 3 სექტემბრიდან ხელმძღვანელობდა. გეკა გელაძეს კი, შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა 2025 წლის 28 მაისიდან ეკავა.
1776780492
სულხან თამაზაშვილმა გეკა გელაძე შეცვალა, რომელიც სუსის უფროსის თანამდებობას დაიკავებს.თამაზაშვილს 2018-2021 წლებში იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის პოზიციას იკავებდა, რის შემდეგაც საქმიანობა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტზე გააგრძელა.შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, სულხან თამაზაშვილი აჭარის მთავრობის მეთაურის თანამდებობაზე მუშაობდა.
1776777238
მისივე თქმით, ის სოლიდარობას უცხადებს ყველა მშობელს და ამ დაავადების მქონე ბავშვს."ასე იყო აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების შემთხვევაშიც. რეჟიმი მათაც უარს ეუბნებოდა მედიკამენტის შესყიდვაზე გაუგონარი მიზეზებით. თუმცა, ოჯახების ბრძოლამ და საზოგადოების მხარდაჭერამ შედეგი გამოიღო. მინდა, გულწრფელი სოლიდარობა გამოვხატო იმ მშობლების მიმართ, რომლებიც საკუთარი შვილების გადასარჩენად ბრძოლას არ წყვეტენ. ასეთ მომენტებში ჩანს საზოგადოების რეალური ბუნება, ასეთ მომენტებშია საჭირო სრული და უპირობო მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც სიცოცხლისთვის იბრძვის", - წერს ელენე ხოშტარია.ბავშვებისთვის სამკურნალო პრეპარატის დანიშვნის მოთხოვნით მშობლები რამდენიმე დღეა, აქციებს მართავენ.
1776774760
კონფერენციის ფარგლებში სპიკერებმა განიხილეს საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოები, ასევე დიჯიტალიზაციის გავლენა სავაჭრო პროცესებზე, თანამედროვე ციფრული სავაჭრო ფინანსური ინსტრუმენტები და ციფრული აქტივების პოტენციალი.აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი , ისე რეგიონის ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები, კერძო სექტორის ლიდერები და სფეროს ექსპერტები, მათ შორის: EBRD-ის რეგიონული ხელმძღვანელი ალკის ვრიენიოს დრაკინოსი; EBRD - ის ვაჭრობის ფასილიტაციის პროგრამის დირექტორი შონა ტატჩელი; ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში ლესლი ბეარმან ლამი,; ICC საქართველოს თავმჯდომარე ფადი ასლი; საერთაშორისო სავაჭრო პალატის ციფრული სტანდარტების ინიციატივის დირექტორი პამელა მარი და სხვა."სავაჭრო ფინანსირებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობა ადგილობრივი ბიზნესებისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობას წარმოადგენს, გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებსა და თანამედროვე ტენდენციებს. საქართველოს ბანკი კი როგორც ბიზნესის პარტნიორი, აქტიურად მუშაობს სავაჭრო ფინანსირების პროცესების გაციფრულებაზე და ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ახორციელებს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული ბიზნესის ვაჭრობის დაფინანსების გაყიდვების სამსახურის უფროსმა გალინა ოგანესიანმა.
1776773090
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების დაკარგვის შიშითაა შეპყრობილი და ამერიკასთან ურთიერთობების გზებს ეძებს."ზუსტად 14 წლის წინ კრიმინალური ორგანიზაცია "ქართული ოცნება" დარეგისტრირდა პოლიტიკურ პარტიად. ზუსტად იმ დროიდან "ლეიბორისტულმა პარტიამ" დაიწყო ბრძოლა ივანიშვილის დასანქცირებისთვის და აღნიშნული პროცესი ახლა უკვე ადის პიკზე და კულმინაციაზე. ძალაუფლების და ქონების დაკარგვით დასტრესილი ოლიგარქი მოსკოვის დახმარებით გადასარჩენად მიადგა ტრამპის საოჯახო კომპანიას და გაფორმებული კონტრაქტით მის მიერვე თბილისისათვის წართმეულ იპოდრომზე აშენებს ცათამბჯენს. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია მოკავშირე აშშ-ის პრეზიდენტის და მისი ოჯახის რეპუტაცია. გაგზავნილ იქნა სპეციალური მიმართვა რამდენიმე საათის წინ ამერიკის პრეზიდენტზე, სახელმწიფო მდივანზე, კონგრესისა და სენატის ყველა წევრზე და ამერიკულ მასმედიაში მოთხოვნით და თხოვნით - შეწყდეს აღნიშნული კონტრაქტი და არ გამოიყენონ ეს ავტორიტეტული ხაზი ამერიკის ხელმძღვანელისა ივანიშვილის პუტინისტური რეჟიმის გადასარჩენად.მინდა, ყველამ იცოდეს, ვერცერთი ცათამბჯენი საქართველოზე მაღლა ვერასოდეს აიწევა და ქართველი ხალხი მიაღწევს იმას, რომ ქვეყანა გათავისუფლდება ამ ტარტაროზებისგან", - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.თბილისში, იპოდრომის ტერიტორიაზე Trump Tower-ის ცათამბჯენის მშენებლობაა დაგეგმილი.
1776772486
"საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად:მოწონებულ იქნეს საქართველოს პრეზიდენტის 2026 წლის 20 აპრილის №20/04/01 განკარგულება „მამუკა მდინარაძისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდების მინიჭების შესახებ“, - ნათქვამია განკარგულებაში.მიმდინარე თვეში ეს უკვე რიგით მეორე წოდებაა - 9 აპრილს მამუკა მდინარაძე "ქართული ოცნების" მთავრობის მეთაურის ბრძანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკი გახდა.2025 წლის 3 სექტემბერს კობახიძის ბრძანებით მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის" წოდება მიენიჭა.23 ოქტომბერს - „უფროსი ლეიტენანტის“ წოდება;25 დეკემბერს - „სახელმწიფო უსაფრთხოების კაპიტნის“;26 დეკემბერს - „სახელმწიფო უსაფრთხოების მაიორის“;9 მარტს - "სახელმწიფო უსაფრთხოების ვიცე-პოლკოვნიკის“9 აპრილს - "სახელმწიფო უსაფრთხოების პოლკოვნიკის“.
1776771573
მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოსა და გენერალური პროკურატურის მიერ, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულ იქნა 1959 წლის 25 ივნისს დაბადებული ერთი პირი - ვ. შ. აღნიშნული პირი, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში.თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლის განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.შ.-მ დახმარება გაუწია 30-ზე მეტ პირს და თაღლითურად დაეუფლა ჯამში 100 000 ლარზე მეტ თანხას. მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა 6168,50 ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 105 000 აშშ დოლარი, 50 000 ლარი და ნარკოტიკული საშუალება - მარიხუანა დაფასოებული სახით.ნიკოლეიშვილის თქმით, დაკავებულ პირთან და მის თანამზრახველებთან, კანონით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.როგორც მან აღინიშნა, ამ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლებელია გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე. "საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7 წლამდე ვადით.თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია, ნებისმიერი მსგავსი გამოვლინების მიმართ იქნება უკომპრომისო და იმოქმედებს კანონის სრული სიმკაცრით", - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.
1776765822
მისივე თქმით, ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირმა 31 ბავშვი, ფაქტობრივად, გაწირა ტრაგედიისთვის."ჯანდაცვის მინისტრმა სარჯველაძემ, რომელიც თვეების განმავლობაში ვერ ბედავდა სასოწარკვეთილ მშობლებთან პირისპირ შეხვედრას და თვალებში ჩახედვას, რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგით, ფაქტობრივად, უარი განაცხადა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის სასიცოცხლო პრეპარატის დაფინანსებაზე.ქვეყნის ჯანდაცვის პოლიტიკის განმსაზღვრელმა პირმა 31 ბავშვი, ფაქტობრივად, გაწირა ტრაგედიისთვის, ბავშვები, რომლებიც სწორედ მისგან ელოდნენ მათი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და სიცოცხლის გახანგრძლივების ერთადერთ შესაძლებლობას. მშობლებისთვის და ფართო საზოგადოებისთვის სრულიად მიუღებელია ის არგუმენტები, რომელზეც აპელირებდა ბატონი სარჯველაძე. აქედან გამომდინარე, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, სასწრაფო წესით ინტერპელაციაზე პარლამენტში დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა, რას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო და ხელისუფლება, როცა ეს ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდებათ", - განაცხადა ქეთევან ბაკარაძემ.
"თბილისის მხრიდან ერთ-ერთი მიზანი არის ის, რომ როგორმე მოხერხდეს ბაქოსა და ერევნის გავლით ურთიერთობების მოწესრიგება აშშ-სთან"
1775506082
მიხეილ სააკაშვილი - ჩემი ერთგული დაცვის ოფიცერი და ძალიან კარგი ადამიანი, გიორგი რუბაშვილი გარდაიცვალა გულის შეტევით
1775896360
15 აპრილის ანონსი
1776195263
"მე სურვილი მაქვს, რომ მეუფე აბრაამი დასახელდეს და მეუფე აბრაამი გახდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი"
1775676547
კობა ხაბაზი - დიახ, მე ვიბრძოდი ქართულ ლეგიონში, ეს ჩემი სიამაყეა, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და უკრაინა
1775830330