ვანში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს.
ვანში ავტოსაგზაო შემთხვევას 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულებიც.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი გაჩერებულ მანქანას შეეჯახა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით მიმდინარეობს.
1791143811
მისივე თქმით, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია - სამუშაოები დაიწყო.ამ ეტაპზე, პრეზიდენტმა ახალი უკრაინული პროექტის შესახებ დამატებითი დეტალების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა, თუმცა ამ ფონზე, მან კიდევ ერთხელ შეახსენა მოკავშირეებს, რომ სამართლიანი იქნებოდა უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვის მიცემა."რატომ არის ეს სამართლიანი? იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ზოგიერთი ქვეყანა რუსეთს შესაბამის ტექნოლოგიებს გაუზიარებს წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში“, - განაცხადა ზელენსკიმ.როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მადლიერია იმ ტექნოლოგიებისთვის, რომლებსაც მისი პარტნიორები უზიარებენ, ეს კიევისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი კვლავ იღებს ჩინეთის მხარდაჭერას.
1791143804
12:00 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში შარტავას ქუჩაზე დავით წოწკოლაურის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი გაიმართება. 12:00 საათზე - პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი 14:00 საათზე - პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული) 14:30 საათზე - თბილისის საქალაქო სასამართლოში თაზო მთივლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი პაპაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება. 15:00 საათზე - თბილისის სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების, ირაკლი ნადირაძის, პაატა ბურჭულაძის, პაატა მანჯგალაძის, მურთაზ ზოდელავასა და დანარჩენების სასამართლო პროცესი გაიმართება.
1791143683
კუროსტაბილური დღე გელით. ფინანსურ საკითხებში წარმატებას სიფრთხილე მოგიტანთ.ტყუპებიმნიშვნელოვანი საუბარი ან შეთანხმება გელით. ყურადღებით მოუსმინეთ სხვებს.კირჩხიბიემოციური დღეა. გულწრფელი საუბარი ურთიერთობას გააუმჯობესებს.ლომიკარგი დღეა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. კარიერაში წინსვლა მოსალოდნელია.ქალწულისაქმეებში წარმატება დეტალებზე ყურადღებას მოაქვს. ზედმეტ კრიტიკას მოერიდეთ.სასწორიარჩევანის გაკეთება მოგიწევთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას.მორიელიცვლილებების დროა. ძველი საკითხის დასრულება ახალ შესაძლებლობას მოგცემთ.მშვილდოსანისაინტერესო სიახლე გელით. კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად.თხის რქაპასუხისმგებლობა გაიზრდება, თუმცა შედეგიც სასიამოვნო იქნება. ფინანსებში ფრთხილად იყავით.მერწყულიმოულოდნელი შესაძლებლობა გამოჩნდება. არ შეგეშინდეთ სიახლეების.თევზებიინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ. სიყვარულში სასიამოვნო ემოციური მომენტი გელით.
1791140286
"2026 წლის 4 ოქტომბერს, 21:12 სთ-ზე მსჯავრდებულმა გიორგი დავითაძემ №6 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის თანამშრომელს დაუძახა და მის თვალწინ, ასევე საკნის სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დასანახად, დემონსტრაციულად, გადაყლაპა გაურკვეველი მცირე საგანი.აღნიშნულის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი მონიტორინგის მიზნით, მსჯავრდებულ გიორგი დავითაძეს შეეთავაზა გადაყვანა სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში“, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა.შესაბამისად, გიორგი დავითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალი და მათი რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება შემდგომი შესაბამისი ზომები", - აღნიშნულია განცხადებაში.
1791139982
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, სასურსათო საწყობებზე, სავაჭრო ქსელებზე, აფთიაქებსა და კრიტიკულ მონაცემთა ბაზებზე თავდასხმების შემდეგ, რუსულმა ჯარებმა გადაინაცვლეს იმ ხიდების სისტემატურ დაბომბვაზე, რომლებიც ქვეყნის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან არტერიებს წარმოადგენენ."მსოფლიო უბრალოდ არ უნდა უყურებდეს და ელოდოს - ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, გადამწყვეტი რეაგირება მოახდინონ როგორც განცხადებებით, ასევე საქმით. ჩვენ ნათლად უნდა ავუხსნათ მოსკოვს, რომ მან უნდა შეწყვიტოს ესკალაცია და ტერორიზმი და ჩაერთოს დიპლომატიასა და სამშვიდობო ძალისხმევაში“, - განაცხადა სიბიგამ.უკრაინულმა მხარემ მოუწოდა მოკავშირეებს, გადადგან კონკრეტული ნაბიჯები რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად. კერძოდ, გააძლიერონ უკრაინის საჰაერო თავდაცვა კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, დააწესონ ეფექტური სანქციები რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წინააღმდეგ და შექმნან იმ პირებისა და ორგანიზაციების სიები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთის რეჟიმს დანაშაულის ჩადენაში."ამ კვირამ ახალი თავი გადაშალა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ, რუსეთის ოცდაოთხსაათიანი ტერორის კამპანიაში", - განაცხადა სიბიგამ.ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა კიევის ორი ხიდი ექვსჯერ დაბომბეს. თავდასხმები ზუსტად მაშინ მოხდა, როდესაც მათზე სამოქალაქო ტრანსპორტი მოძრაობდა და მეტროს მატარებლები კვეთდნენ.
1791138515
კიევში, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დანგრეული შენობის მახლობლად ყოფნისას გერმანიის კანცლერმა პუტინს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებებზე გადასვლისკენ მოუწოდა."ბატონო პუტინო, შეწყვიტეთ ეს სულელური ომი! ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მზად ვართ ერთმანეთთან ვისაუბროთ ამ ომის დასრულების შესახებ, თუმცა უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაზე ეს ბარბაროსული თავდასხმები უნდა შეწყდეს“, - განაცხადა მერცმა.გერმანიის კანცლერის თქმით, ნებისმიერი მოლაპარაკება შესაძლებელია მხოლოდ მისი შეწყვეტის შემდეგ და ასევე, რუსეთის სისტემატურ თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის სამიზნეებს და ინფრასტრუქტურაზე ომის დანაშაულად უწოდა.ფრიდრიხ მერცი მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად ესტუმრა. აკადემიის შენობას რუსულმა დრონმა დაარტყა. ხანძრის შედეგად ისტორიული შენობის ორი სართული მთლიანად განადგურდა. თავდასხმის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა, ექვსი ადამიანი კი დაშავდა.ვიზიტი თავდასხმების მუდმივი საფრთხის ფონზე განხორციელდა. გერმანული დელეგაციის ქალაქში ყოფნის დროს, მტრის დრონების საფრთხის გამო, საჰაერო განგაშის სიგნალი არაერთხელ გაისმა.გერმანიის კანცლერმა ყურადღება გაამახვილა, რომ რუსეთი ზამთრის სეზონის წინ უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ყოველდღიურ დარტყმებს ახორციელებს. მისივე თქმით, ასეთი ქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული, რის გამოც გერმანია კვლავაც მოითხოვს რუსული აგრესიის დაუყოვნებლივ შეწყვეტას.4 ოქტომბერს, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო უკრაინის დედაქალაქში გერმანიის მთავრობის მეთაურის რანგში. ვიზიტის დროს პოლიტიკოსმა დაათვალიერა რუსული დაბომბვის შედეგები და შეხვდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის. მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერის ვიზიტის მთავარი მიზანი იყო მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტის განხილვა და იარაღის წარმოების გაფართოება, მათ შორის დრონების წარმოების შესახებ ერთობლივი შეთანხმების მიღწევა.
1791135296
კახა კალაძემ შეკრებილ სტუმრებს „თბილისობა“ მიულოცა და მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვისაც ყოველდღიურად შეაქვს საკუთარი წვლილი ქალაქის განვითარებაში."თბილისი თავად არის მუდმივი დღესასწაული - თავისი ისტორიით, კულტურით, მრავალფეროვნებით, განსაკუთრებული ხასიათითა და სიცოცხლის სიყვარულით. ამის დასტურია ისიც, რომ ეს ორი დღეა თბილისის ქუჩები სავსეა სხვადასხვა თაობის ადამიანებით. ისტორიებით სავსე ქალაქში ერთმანეთს ხვდებიან თაობები, უზიარებენ მოგონებებს და საკუთარ ამბებს ჩვენი დედაქალაქის საერთო ისტორიის ნაწილად აქცევენ.თბილისის სიყვარული ამ ქალაქის ყველაზე დიდი ტრადიციაა. თბილისი, ისევე როგორც ნებისმიერი დიდი ქალაქი, პირველ რიგში ადამიანების შრომაზე, მათ ნიჭზე, შემოქმედებასა და საქმიანობაზე დგას. თბილისის ნამდვილი ისტორია სწორედ იმ ადამიანების ისტორიაცაა, რომლებმაც საკუთარი ცოდნით, ნიჭით, შრომითა და სიყვარულით ამ ქალაქს თავისი კვალი დაატყვეს.თბილისზე საუბრისას ხშირად ვიხსენებთ მის ძველ უბნებს, აივნებს, ქუჩებს, არქიტექტურას, ისტორიასა და კულტურას - ყველაფერს, რაც ამ ქალაქს განსაკუთრებულს ხდის, მაგრამ ჩემთვის თბილისი, პირველ რიგში, ადამიანებია. ადამიანები, რომლებიც აქ დაიბადნენ და გაიზარდნენ; ადამიანები, რომლებმაც თბილისი საკუთარ სახლად აირჩიეს; ადამიანები, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი, ცოდნა, ნიჭი და შრომა აჩუქეს.თბილისის განსაკუთრებული ხასიათიც სწორედ ამ ადამიანებმა შექმნეს - ქალაქი, რომელსაც ყოველთვის შეეძლო განსხვავებული ადამიანების მიღება, მათი გაერთიანება და მათთვის ერთი საერთო სახელის დარქმევა — თბილისელი.იყო თბილისელი, ნიშნავს პასუხისმგებლობას საკუთარი ქალაქის წინაშე - გიყვარდეს, ზრუნავდე და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდე მას, ხოლო იყო თბილისის საპატიო მოქალაქე, განსაკუთრებული პატივია და, ამავდროულად, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა.საპატიო მოქალაქის წოდება მხოლოდ ჯილდო არ არის. ეს არის თბილისის მადლობა ადამიანების მიმართ, რომლებმაც ამ ქალაქს საკუთარი ცხოვრების ნაწილი აჩუქეს. ეს ნიშნავს დაიმსახურო თბილისელების პატივისცემა და სიყვარული. იყო ადამიანი, რომლის საქმიანობაც უკვე ამ ქალაქის ისტორიის ნაწილია.მე, როგორც თბილისის მერი, ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთხელ მაქვს შესაძლებლობა წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებმაც თბილისს ცოდნა დაუტოვეს, თბილისური კულტურა შექმნეს, ემსახურებოდნენ მეცნიერებას, ხელოვნებას, სპორტს, საზოგადოებას; ადამიანები, რომლებიც ხშირად უხმაუროდ, ყოველდღიური შრომით ქმნიდნენ ამ ქალაქის წარმატებას.დღეს ჩვენ მათ ვეუბნებით — თბილისს ახსოვს თქვენი შრომა, აფასებს თქვენს ღვაწლს და ამაყობს თითოეული თქვენგანით. ქალაქები შენობებით, ქუჩებითა და ინფრასტრუქტურით შენდება, მაგრამ ქალაქის სულს ადამიანები ქმნიან. თბილისის ყველაზე დიდი სიმდიდრე ყოველთვის მისი ადამიანები იყვნენ და იქნებიან.ჩემთვის, როგორც თბილისის მერისთვის, განსაკუთრებული პატივია დღეს ჩვენი ქალაქის სახელით ამ ადამიანებს ერთი ძალიან მარტივი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ვუთხრა — მადლობა! მადლობა ყველაფრისთვის, რაც თბილისს მიეცით. მადლობა იმ კვალისთვის, რომელიც ამ ქალაქში დატოვეთ და მადლობა იმისთვის, რომ თქვენი საქმიანობით თბილისს კიდევ უფრო განსაკუთრებულ ქალაქად აქცევთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.წელს თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: დავით გორდელაძე - ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ელგუჯა ადამია - ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი; დავით მეტრეველი - ექიმი, ენდოკრინოლოგი; რამაზ ხეცურიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; ივანე კუზანოვი - ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; თენგიზ ასათიანი - ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი; ბესარიონ დოჭვირი - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი; ვლადიმერ პაპავა - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; რევაზ ჯავახიშვილი - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ავთანდილ დემეტრაშვილი - იურისტი, პროფესორი; რამაზ ხუროძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი; რევაზ კლდიაშვილი - ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი; ლევან ჯაფარიძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი; ირმა გურიელი - ჟურნალისტი, მსახიობი; იანო ალიბეგაშვილი - მომღერალი, ოპერის სოლისტი; გიორგი ქორქაძე - მუსიკოსი; მიხეილ კილოსანიძე - ხმის რეჟისორი; მურმან გელენიძე - მხატვარი; მამუკა მიქელაძე - მხატვარი, მონუმენტალისტი; ნუგზარ მეძმარიაშვილი - მხატვარი, მონუმენტალისტი; გივი შუღაროვი - ინჟინერი, პოლიტიკოსი; ტარიელ ონაშვილი - მომღერალი; ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, დიპლომატი; ედიშერ მაჩაიძე - სპორტული მსაჯი, პროფესორი; ნინო სალუქვაძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი; იური ოსიპოვი - მოფარიკავე; ლერი ხაბელოვი - სპორტსმენი; გიორგი ალიბეგაშვილი - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ზურაბ გოშაძე - პოეტი, ფილოლოგი; კირა ანდრონიკაშვილი - მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე; გრიგოლ (გია) მურღულია - პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; ჯემალ ძაგანია - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.კახა კალაძემ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.
1791135056
თბილისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ მედიცინის, მეცნიერების, სპორტის, ხელოვნების, ლიტერატურისა და სხვა დარგის წარმომადგენლები.1. რამაზ ხეცურიანი - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფიზიოლოგიისა და მედიცინის აკადემიკოს-მდივანი. 1992–2005 წლებში იკავებდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობას. არის 12 სახელმძღვანელოსა და 10 დამხმარე სახელმძღვანელოს ავტორი; გამოქვეყნებული აქვს 300-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაცია. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის სამედიცინო განათლების განვითარებაში და ახალგაზრდა თაობის პროფესიულ აღზრდაში. მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის დაჯილდოებულია საქართველოს ღირსების ორდენით, საქართველოს სახელმწიფო პრემიითა და საერთაშორისო ღირსების ორდენით;2. დავით გორდელაძე - ექიმი, თერაპევტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. დაცული აქვს ორი სამეცნიერო დისერტაცია, მინიჭებული აქვს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. წლების მანძილზე იკავებდა დეკანის პოზიციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აღდგენილი მედიცინის ფაკულტეტზე. არის თერაპიის სპეციალობაში კომპეტენციათა ნუსხისა და კლინიკური მდგომარეობის მართვის შვიდი სახელმწიფო სტანდარტის ავტორი; საქართველოს თერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი და პირველი პრეზიდენტი; აღზარდა ექიმთა არაერთი თაობა. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის და რამდენიმე სამეცნიერო გამოგონება. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;3. მიხეილ კილოსანიძე - ხმის რეჟისორი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული მუსიკალური მემკვიდრეობის აღდგენაში, შენახვასა და შემდგომი თაობებისთვის გადაცემაში. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა ხელმძღვანელ პოზიციებს სტუდია „მელოდიასა“ და ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში. ასევე იყო საქართველოს რადიოსა და კინოსტუდია „ქართული ფილმის“ ხმის რეჟისორი. ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა ჯილდო - „ხელოვნების ქურუმი“;4. ნინო სალუქვაძე - სპორტსმენი, ოლიმპიური ჩემპიონი. მრავალი წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო სპორტულ ასპარეზზე წარმოადგენდა, მათ შორის ოლიმპიურ თამაშებზე. არის ევროპის ჩემპიონატის 17-გზის და მსოფლიო ჩემპიონატის შვიდგზის გამარჯვებული. გინესის მსოფლიო რეკორდების ორგზის მფლობელი. ამჟამად საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციას იკავებს. სპორტული მიღწევებისთვის დაჯილდოებულია „ღირსების ორდენით“, ასევე ვახტანგ გორგასლის სახელობის II და III ხარისხის ორდენებით;5. ნუგზარ რუხაძე - ჟურნალისტი, დიპლომატი. წლების განმავლობაში თანამშრომლობდა პოპულარულ ამერიკულ ტელევიზიებთან, იყო წამყვანი, ჟურნალისტი და კორესპონდენტი. იკავებდა ხელმძღვანელ თანამდებობებს საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვა სახელმწიფო უწყებებში. მისი ავტორობით ითარგმნა და გამოიცა ამერიკელ კლასიკოს მწერალთა ნაწარმოებები;6. ვლადიმერ პაპავა - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ეკონომიკური მეცნიერების განვითარებასა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ქართული ეკონომიკური სკოლის წარმოჩენაში. სხვადასხვა დროს იკავებდა პოლიტიკურ თანამდებობებს, მათ შორის, იყო საქართველოს ეკონომიკის მინისტრი 1993-2000, ხოლო თსუ-ს რექტორი 2013-2016 წლებში; მის სახელს უკავშირდება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვა და განვითარება. არის პრესტიჟული სამეცნიერო გამოცემების სარედაქციო საბჭოს წევრი. გამოცემული აქვს 500-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მის შესახებ დიდ ბრიტანეთში დაიბეჭდა საცნობარო-ენციკლოპედიური ხასიათის ორი წიგნი. არის საზღვარგარეთ მოქმედი რამდენიმე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. იკავებს დიდი ბრიტანეთის სამეფო ეკონომიკური საზოგადოების საპატიო წევრის პოზიციას;7. ლერი ხაბელოვი - სპორტსმენი, საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი; თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი; მსოფლიოს ხუთგზის და ევროპის ოთხგზის ჩემპიონი; არჩეულია ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრად და აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მოჭიდავედ; იყო საქართველოს პარლამენტის წევრი;8. ივანე კუზანოვი - ექიმი, პლასტიკური ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის საზოგადოების დამფუძნებელი, კუზანოვის კლინიკის მმართველი და პლასტიკური ქირურგი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში პლასტიკური, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის განვითარებასა და თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკის დამკვიდრებაში. მრავალწლიანი და ნაყოფიერი სამედიცინო საქმიანობისა და ქართულ მედიცინაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;9. ავთანდილ დემეტრაშვილი - იურისტი, პროფესორი, საქართველოს კონსტიტუციური სამართლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა პოლიტიკურ და სამეცნიერო აკადემიურ თანამდებობებს. მისი პროფესიული საქმიანობა საქართველოში კონსტიტუციური ინსტიტუტების ჩამოყალიბებასა და განვითარებას უკავშირდება. მინიჭებული აქვს იუსტიციის სახელმწიფო მრჩევლის სპეციალური წოდება. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;10. იური ოსიპოვი - მოფარიკავე. არის საქართველოს, სსრ კავშირის და მსოფლიოს არაერთგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშების (მელბურნი) ვერცხლის მედალოსანი; საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი; მინიჭებული აქვს სპორტის რაინდის წოდება და ღირსების ორდენი, არის საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი;11. კირა ანდრონიკაშვილი - ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ხელოვნებათმცოდნე. ითამაშა ფილმებში - „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“, „ერთი ცის ქვეშ“, „მთვარის მოტაცება“, „სინემა“;12. რევაზ კლდიაშვილი - ქიმიკოს-ინჟინერი, პროზაიკოსი, დრამატურგი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საინჟინრო და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების განვითარებასა და ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიულ მომზადებაში. არის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მრავალი წელა ხელს უწყობს თანამედროვე ქართული კულტურის დაცვას, განვითარებასა და პოპულარიზაციას. შემოქმედებითი საქმიანობისათვის მინიჭებული აქვს საპატიო წოდება -„ხელოვნების ქურუმი“. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა და მხატვრულ-პროზაული ნაწარმოების ავტორი;13. მამუკა მიქელაძე - მხატვარი, მონუმენტალისტი. მისი თაოსნობით მოიხატა და აღდგა არაერთი და საერო სასულიერო ნაგებობა, მათ შორის საქართველოს ეკლესია-მონასტერი. აქტიურად იყო ჩართული თბილისის კულტურული და საზოგადოებრივი სივრცეების მხატვრულ გაფორმებასა და რეაბილიტაციაში. მრავალი წელია საკუთარ ცოდნას უზიარებს მხატვარ-რესტავრატორთა ახალ თაობებს და მნიშვნელოვან როლს ქართული სახვითი და მონუმენტური ხელოვნების განვითარებაში, ასევე ეროვნული კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და შენარჩუნების საქმეში;14. ირმა გურიელი - ჟურნალისტი, მსახიობი. მრავალი წლის განმავლობაში უძღვებოდა სხვადასხვა ჟანრის სატელევიზიო გადაცემებს. იყო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, ასევე, საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ სოლისტი. მის სახელს უკავშირდება არაერთი სახასიათო როლის შესრულება. ტელევიზიისა და რადიოს არქივებში დაცულია მის ლექსებზე შექმნილი 70-ზე მეტი სიმღერა, ასევე, სატელევიზიო და რადიოსპექტაკლებში განსახიერებული 50-მდე როლი. მისი პოეტური ნაწარმოებები შეტანილია თანამედროვე ქართული პოეზიის ანთოლოგიებსა და ენციკლოპედიურ გამოცემებში. მინიჭებული აქვს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება, თბილისის მერიის საპატიო სიგელი და მედალი „ქართული კულტურის ამაგდარი“. 2021 წელს მთაწმინდის პარკში ირმა გურიელის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა;15. იანო ალიბეგაშვილი - მომღერალი, ოპერის სოლისტი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე მის ღირსეულ წარმოჩენაში. შესრულებული აქვს არაერთი მნიშვნელოვანი საოპერო პარტია. მის სახელს უკავშირდება გამორჩეული სცენური სახეების შექმნა. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან შემოქმედებითი თანამშრომლობის ფარგლებში შექმნა საგალობელი „ავე მარია“. 2025 წელს საოპერო ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ქართულ-იტალიური კულტურული ურთიერთობების გაძლიერებისთვის დაჯილდოვდა იტალიის ვარსკვლავის კავალერის ორდენით;16. გიორგი ქორქაძე - მუსიკოსი, 23-ე სამუსიკო სკოლის დირექტორი 1976-79 წწ; საქართველოს სახელმწიფო კაპელის დირექტორი -1980-85 წწ; 1979 წლიდან დღემდე არის ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; მისი მრავალწლიანი საქმიანობა დაკავშირებულია მუსიკალური განათლების ხელშეწყობასთან და ამ სფეროში ახალი სტანდარტების დამკვიდრებასთან. მისი უშუალო მონაწილეობით მრავალმა ნორჩმა მუსიკოსმა გაიკვალა გზა დიდ სცენებაზე. აქტიურად არის ჩართული სახელოვნებო განათლების რეფორმის მომზადებაში. მისი ღვაწლი აღიარებულია სახელმწიფო დონეზე. მას მინიჭებული აქვს კულტურის დამსახურებული მუშაკის წოდება და ღირსების ორდენი;17. დავით მეტრეველი - ექიმი, ენდოკრინოლოგი, საქართველოს ენდოკრინოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი და დავით მეტრეველის სამედიცინო ცენტრის დირექტორი; მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ენდოკრინოლოგიური სამსახურის განვითარებასა და თანამედროვე სამედიცინო სტანდარტების დანერგვაში. არის არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო პროფესიული სამეცნიერო ასოციაციის წევრი და ექსპერტი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;18. მურმან გელენიძე - მხატვარი. წლების განმავლობაში მუშაობდა ქართული შრიფტების შექმნასა და სრულყოფაზე. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ანბანის სამი სახეობის გრაფიკული მოხაზულობის კვლევაში და მათ საფუძველზე, გამარტივებული ასო-ნიშნების ჩამოყალიბებაში. არის ავტორი სხვადასხვა პერიოდში გამოცემული ლიტერატურის მხატვრული გაფორმებისა. მონაწილეობდა ჯგუფურ გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე ევროპის ქვეყნებში. მის პერსონალურ გამოფენას საფრანგეთი მასპინძლობდა. ქართული სახვითი ხელოვნებისა და შრიფტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოებულია ღირსების ორდენით;19. ლევან ჯაფარიძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული საინჟინრო მეცნიერების განვითარებაში და სამთო-საინჟინრო დარგის პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებაში. წლების მანძილზე ეწეოდა მიწისქვეშა ნაგებობების, გვირაბმშენებლობის, ქანების მექანიკისა და სამთო საინჟინრო საკითხების კვლევას. არის 130-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციისა და მონოგრაფიის ავტორი. სხვადასხვა დროს თანამშრომლობდა პრესტიჟულ აკადემიურ ცენტრებთან. მის სახელს უკავშირდება ინჟინერთა ახალი თაობების აღზრდა. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და ეროვნული პრემიით;20. ტარიელ ონაშვილი - მომღერალი, სსიპ „საქართველოს ხალხური სიმღერისა“ და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის“ პირველი თაობის წევრი; მისი შესრულებით ჩაწერილია არაერთი სიმღერა, რომლებიც ოქროს ფონდშია დაცული; არის ანსამბლ „მძლევარის“ დამაარსებელი და ხელმძღვანელი; დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდებით;21. გივი შუღაროვი - ინჟინერი, პოლიტიკოსი. იყო მეოთხე და მეხუთე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი; იყო საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; იკავებდა საგარეო საქმეთა სამინისტროში დიპლომატიურ თანამდებობებს; ეკავა მნიშვნელოვანი თანამდებობა თბილისის მართვის სტრუქტურაში; იყო საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრი სამ ოლიმპიურ თამაშებზე;22. ნუგზარ მეძმარიაშვილი - მხატვარი, მონუმენტალისტი. მისი შემოქმედებითი საქმიანობა დაკავშირებულია მონუმენტური და დეკორატიული მხატვრობის განვითარებასთან. არის არაერთი, კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული, მხატვრული ნამუშევრის ავტორი. მისი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილია ენკაუსტიკის ტექნიკით შესრულებული პანო „გამარჯვება“, რომელიც სპორტკომპლექს „ქარიშხალასთვის“ შეიქმნა. მისი მხატვრული შემოქმედება სახელმწიფო დონეზეა აღიარებული. არის საქართველოს დამსახურებული მხატვარი;23. თენგიზ ასათიანი - ექიმი, რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი. მისი მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოში მეანობა-გინეკოლოგიის სფეროს განვითარებასთან. მისი უშუალო მონაწილეობით არაერთი ახალშობილი მოევლინა ქვეყანას. არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტი; ევროპისა და მსოფლიოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის წევრი. გამოცემული აქვს 50 -მდე სამეცნიერო ნაშრომი;24. ედიშერ მაჩაიძე - სპორტული მსაჯი, პროფესორი. არის ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების (UWW) სამეცნიერო საბჭოსა და UWW-ის ევროპის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქართული ჭიდაობის განვითარებასა და საქართველოში მსაჯის პროფესიული სტანდარტების გაძლიერებაში. იყო უმაღლესი დონის საერთაშორისო შეჯიბრებების, მათ შორის ოლიმპიური თამაშების მსაჯი და ინსტრუქტორი. მოპოვებული აქვს არაერთი სპორტული წარმატება და ჯილდო. იკავებს საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის აპარატის უფროსის პოზიციას;25. ელგუჯა ადამია - ექიმი, გასტრო-ენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამედიცინო სფეროს განვითარებასა და ახალგაზრდა ექიმთა პროფესიულ აღზრდაში. სხვადასხვა დროს ეწეოდა სამეცნიერო კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო ინსტიტუტებში. მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის დაჯილდოებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სიგელით; თბილისის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებით - „ღვაწლმოსილი მკურნალი“. მიღებული აქვს არაერთი მადლობის სერტიფიკატი;26. რევაზ ჯავახიშვილი - მეცნიერი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი. მრავალი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ეკონომიკური თეორიის სტუდენტთა სამეცნიერო წრეს. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალგაზრდა მკვლევართა და მომავალი ეკონომისტების პროფესიულ განვითარებაში. სხვადასხვა პერიოდში თანამშრომლობდა პრესტიჟულ სამეცნიერო გამოცემებთან. არის ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი და ჟურნალისტთა ფედერაციის წევრი. მისი პროფესიული და საზოგადოებრივი საქმიანობა არაერთი ჯილდოთი დასტურდება. მიღებული აქვს საქართველოს განათლების სამინისტროსა და პაატა გუგუშვილის სახელობის მედალი, საქართველოს პრეზიდენტის მადლობის სიგელი;27. ბესარიონ დოჭვირი - მეცნიერი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტსა და იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტში. ხელმძღვანელობდა სტოქასტური ანალიზისა და სტატისტიკური გადაწყვეტილებების სამეცნიერო-კვლევით ლაბორატორიას. არის საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა და საქართველოს სტატისტიკის ასოციაციის წევრი. გამოცემული აქვს 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის ღირსების ორდენით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოქროს მედლით;28. გიორგი ალიბეგაშვილი - პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. იყო თბილისის მერიის განათლების სამმართველოს უფროსი; თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე; 2017 წლიდან საქართველოს ენის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე; იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, შემდეგ ამავე ფაკულტეტის დეკანი; 2009 წლიდან დღემდე კითხულობს სალექციო კურსებს;29. ზურაბ გოშაძე - პოეტი, ფილოლოგი. გამოცემული აქვს ლექსების კრებული; შექმნილი აქვს არაერთი ლექსი თბილისზე, მათ შორის ავტორია დედაქალაქზე შექმნილი სიმღერის ტექსტის - „გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო“ „ვერ აგისრულე“, „შენს მზეს ვლოცავ მეგობარო“; მის ლექსებზე ცნობილ ქართველ კომპოზიტორებს შექმნილი აქვთ არაერთი სიმღერა;30. რამაზ ხუროძე - ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი. სხვადასხვა პერიოდში იკავებდა მაღალ აკადემიურ თანამდებობებს. იყო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი. მისი მრავალწლიანი სამეცნიერო საქმიანობა დაკავშირებულია საქართველოში ტექნიკური მეცნიერებებისა და საინჟინრო განათლების განვითარებასთან. გამოქვეყნებული აქვს 150-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის მონოგრაფია ხელოვნური ინტელექტის სფეროს შესახებ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენითა და საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედლით;31. გრიგოლ (გია) მურღულია - პედაგოგი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მისი სახელი დაკავშირებულია საქართველოს სასკოლო განათლების სისტემაში მიმდინარე მნიშვნელოვან გარდატეხებთან. არის სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსების შემქმნელი, სატელევიზიო საგანმანათლებლო პროექტის ინიციატორი და აქტიური მონაწილე. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საზოგადოებრივი წიგნიერების დონის ამაღლებაში, ქართული ენისა და ლიტერატურის დაცვასა და პოპულარიზაციაში. გამოცემული აქვს არაერთი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომი;32. ჯემალ ძაგანია - პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სპორტის უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, ამავე უნივერსიტეტის რექტორი - 2015-2024 წწ. მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის საქართველოში სპორტის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტული განათლების განვითარებაში. გამოქვეყნებული აქვს 10 მონოგრაფია, რვა სახელმძღვანელო და 75 სამეცნიერო ნაშრომი. სხვადასხვა დროს დაჯილდოებულია საპატიო წოდებებით, ჯილდოებითა და პრემიებით. 2023 წელს მიენიჭა ევროპის ფიზიკური აღზრდისა და სპორტის საერთაშორისო ფედერაციის (FIEPS Europe) ტიულინის პრემია (Thulin Awards).
ძმები ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებული
1790071500
ბელგოროდის ყოფილი მერი უკრაინაში ფრონტზე მოკლეს
1790070740
80 000-მდე აბონენტს წყლის მიწოდება 36 საათით შეეზღუდება
1790162531
ნოდარ დუმბაძის მეუღლე ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა
1790072405
სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტს თამაზ შუბითიძე უხელმძღვანელებს
1790071705