დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩაზე 12 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს.

გარდაცვლილს სავარაუდოდ, ძალადობის კვალი ეტყობა. ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

მოზარდი პეტრიწის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიკარგა, რის შემდეგაც მას ოჯახი და პოლიცია ეძებდა.