შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის და ქონებრივი უფლების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე მოსამართლის განჩინების საფუძველზე ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა დაზარალებული დაარწმუნა, რომ გრანტის სახით 5 000 000 აშშ დოლარის მიღებაში დაეხმარებოდა, რის სანაცვლოდაც დაზარალებულს მისთვის 100 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა და არარსებული ვალი - 50 000 აშშ დოლარის ოდენობით უნდა ეღიარებინა.

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.