ერთი წელი ვარ მკაცრი რეჟიმის ციხეში გამომწყვდეული და აკრძალული მაქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, ჩემი ოჯახის წევრებს ვხედავ აქ, დედაჩემი და მამაჩემი ერთი წელია არ მინახავს, არ მარეკვინებენ, წერილებს ვერ ვგზავნი, პაემნებიც აკრძალული მაქვს. რატომ? იმიტომ, რომ პროკურატურაში ჩათვალეს, რომ მე შეიძლება მოწმეებზე მოვახდინო ზეწოლა, - ამის შესახებ “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ საქმეში არცერთი მოწმე არ არსებობს.

“ერთი წელი ვარ მკაცრი რეჟიმის ციხეში გამომწყვდეული და აკრძალული მაქვს გარე სამყაროსთან კომუნიკაცია, ჩემი ოჯახის წევრებს ვხედავ აქ, დედაჩემი და მამაჩემი ერთი წელია, არ მინახავს, არ მარეკვინებენ, წერილებს ვერ ვგზავნი, პაემნებიც აკრძალული მაქვს. რატომ? იმიტომ, რომ პროკურატურაში ჩათვალეს, რომ მე შეიძლება მოწმეებზე მოვახდინო ზეწოლა, სადაც არც ერთი მოწმე არ არის საქმეში და მოწმე არის მხოლოდ ოთხფეხა ძაღლი და რა მოყვა ამ ამბავს?

შაბათს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა პენიტენციური დეპარტამენტის თავმჯდომარეს და გლდანის ციხის დირექტორს, რომლებსაც სასამართლომ გირაო შეუფარდა. რა საქმეზე? ამ ადამიანებმა გამაოგნებელი დანაშაული ჩაიდინეს. დაგეგმეს და განახორციელეს ისეთი რამ, რაც სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, სააკაშვილის დროს არ მომხდარა, ჩაიდინეს წინასწარ დაგეგმილი გამაოგნებელი სისტემური დანაშაული, როდესაც კრიმინალების ჯგუფი შეიყვანეს ადამიანთან და ოთხი დღე აცემინეს და აწამებინეს საკანში. პენიტენციური დეპარტამენტის უფროსი და გლდანის ციხის დირექტორი ერთი თვე უარყოფდნენ ამ ფაქტს. პროკურატურა ბოლოს იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ ეს ფაქტი მოხდა, ოღონდ ვატო ყიფიანმა დაურეკა პენიტენციურის დირექტორს, რომ შემიყვანე იმ საკანში და მანაც შეიყვანაო.

რა გამოდის, რომ გლდანის ციხე უპატრონო მიტოვებული შენობაა, სადაც შეაღებ და შეხვალ? სინამდვილეში ამ საქმეში ორი ადამიანის ბრალი კი არა, ათეულობით ადამიანია ჩართული. ვიდეო მონიტორინგი მიდის, როგორ შეიძლება 4 დღე უყურებდე ვიდეო კამერაში აწამებდნენ ადამიანს და რეაქცია არ გქონდეს, თუ გამორთული იყო კამერა, რატომ იყო გამორთული, სამედიცინო პერსონალმა რატომ არ მიაქცია ყურადღება. რატომ ვამბობ ახლა ამას, ამ საქმეში არის ათეულობით საქმე და უამრავი მტკიცებულება, რომლის განადგურება, ამ მოწმეებზე ზეწოლა ძალიან მარტივია.

სასამართლომ გირაოთი გაათავისუფლა ასეთი ხალხი და პროკურატურა ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავს, რომ იქ შეიძლება მოწმეებზე ზეწოლა მოხდეს და პრობლემას ხედავენ ჩემში, რომ მე ციხეში ვარ გამომწყვდეული, მკაცრი რეჟიმის ციხეში, სამი ვიდეო კამერა მაქვს დაყენებული და ყველანაირ კომუნიკაციას მიკრძალავენ ამ მარაზმატიკული ბრალით, რომ ციხიდან შეიძლება ძაღლს დავურეკო და ზეწოლა მოვახდინო.

ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ მაგ კაცის მიმართ თუ პასუხისმგებლობა გამიჩნდებოდა არ მეგონა. მას შემდეგ, რაც ბერამ სუსს დაავალა ფეიქრიშვილების ციხეში წამება, დაავალა გეკა გელაძეს, რომელსაც ჩემდა გასაოცრად აღმოაჩნდა ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა და პრინციპულობა და უარი თქვა ასეთ მავნებლობაზე და ამიტომ გააგდეს სამსახურიდან, მინდა აქედან შევუთვალო მადლობა გეკა გელაძეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.