ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეები: ციალა ქათამიძე, ვაჟა დარჩია და მათე ცენტერაძე დააკავა. "ბათუმელების" ინფორმაციით, პოლიციამ ამ საღამოს 10-მდე აქტივისტი დააკავა. 

აქციის მონაწილეებმა სამმართველოსთან მას შემდეგ გადაინაცვლეს, რაც პოლიციამ აქტივისტი თათია აბულაძე დააკავა.

აქციის მონაწილეების თქმით, პოლიციამ დაკავებები ასფალტზე საპროტესტო სტიკერის გაკვრის გამო დაიწყო.