შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე  1974 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, მ.ი. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის გამოყენებით ფულადი თანხის გატაცების ბრალდებით იძებნებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მ.ი. ბათუმში დააკავეს.

ამჟამად, დაკავებულების მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.