შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს  და მიგრაციის დეპარტამენტის უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთ სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 2003  წელს დაბადებული რ.ს. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული მამაკაცი, თურქეთის რესპუბლიკის მიერ, ელექტრონულ მონაცემთა დამუშავების სისტემების გამოყენებით ჩადენილი  თაღლითობის ბრალდებით იძებნებოდა.

სამართალდამცველებმა რ.ს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში დააკავეს.

დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.