თბილისში, ჩიტაიას ქუჩაზე სუპერმარკეტი გატეხეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დილით ადგილზე მისულ თანამშრომლებს მაღაზია ღია დახვდათ. საქმეში, სავარაუდოდ, არასრულწლოვნები ფიგურირებენ.

რა წაიღეს მარკეტიდან და რამდენი ლარია ზარალი, ამ ეტაპზე უცნობია.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ექსპერტ-კრიმინალისტებს ელოდებიან.