ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელის ჯგუფურად ცემის ბრალდებით დაკავებულ ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს დავით შარაშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

გამოძიების ინფორმაციით, ოზურგეთში მდებარე ერთ-ერთ რესტორანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარემ და მასთან ერთად მყოფმა ორმა მოქალაქემ ჯგუფურად იძალადეს პოლიციელ გოგა ჯინჭარაძეზე, რომელიც ამავე რესტორანში იმყოფებოდა. 

პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს ბრალდება გუშინ წარუდგინა. დავით შარაშიძეს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.