პრემიერ-მინისტრს მინდა ვუთხრა - კანონი არ არის დასჯის მექანიზმი, ეს არის შეთანხმება სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის, -  ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის კანონი, რომელიც ბოლო პერიოდში მიიღეს, ეს არის ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიღებული.

"ამ ხელისუფლებას მოუწევს ფასის გადახდა იმ ყველაფრისთვის, რაც დღეს ხდება იმიტომ, რომ ისტორიული გამოცდილება სხვაგვარი არ არის და ესენიც, რასაკვირველია, დადგებიან პასუხისგების წინაშე, უბრალოდ, რაც დრო გავა და რაც უფრო მეტად აგრესიული იქნება მათი პოლიტიკა, რაც უფრო მეტად შეეცდებიან ქართველი ერის, განათლებისა და ქვეყანაში მდგომარეობის დათრგუნვას და წელში გადატეხვას, მით უფრო მკაცრად მოუწევთ მათ პასუხისგება.

პრემიერ-მინისტრს მინდა ვუთხრა - კანონი არ არის დასჯის მექანიზმი, ეს არის შეთანხმება სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის და ყველა ის კანონი, რომელიც მათ ბოლო პერიოდში მიიღეს, ეს არის ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ მიღებული", - განაცხადა ლელა ჯეჯელავამ.