"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრს გელა ხასაიას და მასთან ერთად დაკავებულ ვასილ ქერდიყოშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

ისინი საპროცესო შეთანხმების გაფორმების შემდეგ საპატიმროს სექტემბერში დატოვებენ.

პირობების თანახმად, გელა ხასაიამ 1 წელი ციხეში უნდა მოიხადოს, რის შემდეგაც 3 წელი პირობითი მსჯავრი ექნება.

"კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრი გელა ხასაია 2025 წლის 29 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.