გორში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში მამაკაცის შვილიშვილია ბრალდებული.
ამ ეტაპზე მომხდარის დეტალები უცნობია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გორში 80 წლამდე მამაკაცი მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში მამაკაცის შვილიშვილია ბრალდებული.
ამ ეტაპზე მომხდარის დეტალები უცნობია.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
1790777811
"საზოგადოება უკვე წლებია, თვალს ადევნებს კონკრეტული ძალების მხრიდან მადისკრედიტებელ და ცილისმწამებლურ კამპანიას ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ, პერიოდულად მაბრალებენ ათასგვარ სიბინძურეს, თუმცა, ბოლო პერიოდში, მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით გახშირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში, მიმაჩნდა, რომ ასეთ აბსურდზე დროის დახარჯვა და რაიმე სერიოზული პასუხის გაცემა არ ღირდა, თუმცა, სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში მიმდინარე გამუდმებული უსაფუძვლო თავდასხმები, რომლებიც კარგად დაგეგმილი, კოორდინირებული კამპანიის ნაწილია, ჩემი მხრიდან რეაგირების გარეშე ვეღარ დარჩება. დავრწმუნდი, რომ სიცრუისა და სიბინძურის ნიაღვრის უპასუხოდ დატოვება, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აღნიშნულ პროცესს მართავენ, ერთგვარ წამახალისებელ ფაქტორად იქცა.სწორედ ამიტომ მინდა საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივმართე ძალიან მაღალი კომპეტენციის მქონე ადვოკატს, საკუთარი საქმის ნამდვილ პროფესიონალს დავით ასათიანს, რომლის დახმარებითაც, ჩემ მიმართ გაჟღერებულ თითოეულ ბინძურ ცილისმწამებლურ ბრალდებასთან დაკავშირებით სამართლებრივ პასუხს მოვითხოვ.მინდა შეგახსენოთ, რომ ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებები და ასევე კონკრეტული პირები აქტიურად ტირაჟირებენ, თითქოს ე.წ. “ქოლცენტრებს” ვმფარველობ, რიგ ადამიანებს ჩემი მითითებებით აპატიმრებენ, შევდივარ უკანონო გარიგებებში და ა.შ. მსგავს საკითხებზე მხოლოდ კითხვის დასმაც კი საკმარისია, რომ ცილისწამების მცდელობის აშკარა ნიშნები გამოიკვეთოს, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სუბიექტები უფრო შორს მიდიან და ინფორმაციას ჩემი ვითომდა დანაშაულებრივი საქმიანობის შესახებ მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ისე, რომ ამ აბსურდის დასადასტურებლად ერთი ფაქტიც არავის წარმოუდგენია.ამის ნაცვლად, მყვირალა სათაურებით და დამაინტრიგებელი ტექსტებით გაჯერებულ სიუჟეტებში, დამაჯერებლობის ელფერის შესაქმნელად იყენებენ ე.წ. ინკოგნიტო რესპონდენტებს, ბნელ ოთახში ზურგით მსხდომ გაურკვეველი ვინაობის ადამიანებს, რომლებსაც არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ გააჩნიათ და გაუგებარ ხმოვან მესიჯებს, რომელთა შინაარსის ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.მიმაჩნია, რომ ამ პირობებში სასამართლოსთვის მიმართვა არა ვინმეს წინააღმდეგ შურისძიება, არამედ ჩემი ღირსებისა და უფლებების დაცვის გზაა. მინდა, ჩემ წინააღმდეგ მიმართულ ცილისმწამებლურ თავდასხმებს სამართლებრივი შეფასება მიეცეს და სასამართლოს მიერ ცილისწამების ფაქტის დადგენის შემთხვევაში, ამ ყველაფრის განმახორციელებელმა პირებმა კანონის შესაბამისად აგონ პასუხი.მე მხოლოდ სამართლიანობას და სიმართლის დადგენას ვითხოვ, მათ შორის იმისთვის, რომ მომავალში არც მე და არც სხვას აღარ მოუწიოს მსგავსი უსამართლობის ატანა", - წერს ბერა ივანიშვილი.
1790771528
"იგივე პროპორციით არის შშმ პირებზე გაკეთებული. ხელფასები ამ ეტაპზე, 8.4-ით მოიმატებს საჯარო სექტორში. ეს არის წინასწარი“, – აღნიშნა კვიჟინაძემ.მისივე თქმით, 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა კომიტეტებში 5 ოქტომბრიდან დაიწყება."პროფილური კომიტეტები თავის სამინისტროებთან ერთად განიხილავენ ამ საკითხებს. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ შენიშვნებს, რა შეიძლება, დაემატოს ან გამოაკლდეს და გადავუგზავნით მთავრობას გადამუშავებისთვის, რომ ნოემბერში ახალი ვარიანტი შემოვიდეს. ხაზს ვუსვამ, ეს ბიუჯეტი არის პირველადი და გაიზრდება მეორე და მესამე მოსმენისას“, – განაცხადა კვიჟინაძემ.
1790771231
საქართველოს ბანკის Agent orchestrator აგენტების სისტემაა, რომელიც პროგრამული დეველოპმენტის გუნდების წევრის როლში მუშაობს. მას შეუძლია დავალების მიღებიდან საბოლოო შედეგამდე თავად მოიპოვოს საჭირო კონტექსტი, დაგეგმოს სამუშაო, დაწეროს და დატესტოს კოდი და წარადგინოს ის განხილვისთვის. ამასთან, ყველა მნიშვნელოვანი ეტაპს თანამშრომელი აკონტროლებს და წარმოებაში კოდის გაშვებამდე საბოლოო გადაწყვეტილებას დეველოპერი იღებს.Agent orchestrator საქართველოს ბანკის IT გუნდმა შექმნა და ის უკვე რეალურ სამუშაო პროცესში გამოიყენება. სისტემა რამდენიმე AI მოდელს აერთიანებს და ბანკის საკუთარი კოდის ბაზაზე შექმნილ ტექნიკურ ცოდნას იყენებს. მისი ერთ-ერთი მთავარი განსხვავება ტრადიციულ AI coding assistant-ებთან შედარებით ისაა, რომ თანამშრომლის მუდმივი მითითებების ნაცვლად, Agent orchestrator იღებს კონკრეტულ დავალებას და მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ შედეგს წარადგენს.„AI-ის გამოყენებისას ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნოლოგიის შესაძლებლობების დემონსტრირება, არამედ ის, თუ როგორ შეიძლება მან რეალურად შეცვალოს სამუშაო პროცესი. Agent orchestrator სწორედ ასეთი მიდგომის მაგალითია - სისტემას ვაძლევთ ამოცანას, ის თავად გადის სამუშაოს ძირითად ეტაპებს, თუმცა გადაწყვეტილების მიღებასა და ხარისხის კონტროლში ადამიანს ცენტრალური როლი რჩება. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, დეველოპერებმა მეტი დრო დაუთმონ იმ ამოცანებს, სადაც გამოცდილება, კრეატიულობა და გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო“, — აცხადებს ვაჟა მანტუა, საქართველოს ბანკის IT დირექტორი.DataIQ Awards მონაცემთა, ანალიტიკისა და ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დაჯილდოებაა, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიის წამყვან კომპანიებსა და პროფესიონალებს აერთიანებს. 2026 წლის კონკურსში საქართველოს ბანკი ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან ერთად იყო წარმოდგენილი, როგორებიცაა: Lloyds Banking Group , NatWest Group, BNP Paribas Fortis , Schneider Electric, ITV, Burberry, Mars, Aviva, Vodafone, Boots, The Guardian, Domino’s Pizza Group და ა.შ.აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკმა DataIQ Awards 2026-ზე ერთდროულად ოთხი ჯილდო მიიღო. ბანკმა გაიმარჯვა როგორც მონაცემთა და AI-ის მიმართულებით გამორჩეული გუნდის, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და ლიდერობის მიმართულებებით.
1790767982
"ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ე. გ. -ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი სართიჭალა) კუთვნილი ცხოველთა სასაკლაო შეამოწმეს და გამოვლენილი დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს.ინსპექტირების შედეგად ობიექტზე განმეორებით დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ბიზნესოპერატორი სავალდებულო აღიარებისა და ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე საქმიანობდა.აღნიშნული დარღვევების გამო მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს. დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
1790767484
კახა კალაძემ ნანკინის მერს მადლობა გადაუხადა ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.მისივე თქმით, სიმბოლურია, რომ მეტროპოლიტენის გახსნიდან მე-60 საიუბილეო წელს თბილისი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება.„ვაფასებთ იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. დღეს უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ დელეგაციის წევრებთან ერთად ვიმყოფები ნანკინში, რომელიც უძველესი ქალაქია და ამავე დროს, სწრაფად უწყობს ფეხს თანამედროვეობას. სწორედ ნანკინში მდებარეობს უმსხვილესი ჩინური კომპანია CRRC-ი, რომელმაც დაამზადა მეტროს ვაგონები თბილისის მეტროპოლიტენისთვის. 111 ახალი ვაგონის შეძენა თბილისისთვის მართლაც ისტორიული ფაქტია, რადგან ასეთი მასშტაბური განახლება თბილისის მეტროპოლიტენის ისტორიას არ ახსოვს. მადლობას გიხდით გულთბილი დახვედრისთვის და იმედია, თბილისში გიმასპინძლებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.თავის მხრივ, ქალაქ ნანკინის მერმა კახა კალაძეს ჩინეთში ვიზიტისთვის და პირისპირ შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.„ჩვენთვის დიდი პატივია გიმასპინძლოთ ნანკინში. როგორც ვიცი, პირველად ხართ ჩვენს ქალაქში, რომელიც დიდი ისტორიის მქონეა და მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს განვითარების კუთხით. სწორედ ნანკინში მდებარეობს ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კორპორაცია, სადაც დამზადდა თბილისისთვის მეტროს მატარებლის ვაგონები. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით“,- განაცხადა ლი ჭონგ ძუნიმ.შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი გიორგი შარკოვი დაესწრნენ.
1790765266
ერთი გამჭვირვალე ყოველთვიური სააბონენტო მოდელის ფარგლებში, TBC Concept 360 აერთიანებს Visa-სა და Mastercard-ის სადებეტო ბარათებს, Turkish Airlines-თან თანამშრომლობით შექმნილ სამოგზაურო ბარათს, Ertguli საკრედიტო ბარათის ქეშბექს, პერსონალური ბანკირის კონსულტაციას, Visa Concierge-ის მომსახურებასა და მოგზაურობასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან უპირატესობებს.მაღალშემოსავლიანი სეგმენტის მომხმარებლებისთვის, რომელთა ცხოვრების სტილი ხშირ საერთაშორისო მოგზაურობას, პრემიუმ გამოცდილებებსა და ფინანსურ მოქნილობას მოიცავს, TBC Concept 360-ის საბარათე შეთავაზება აერთიანებს ყოველდღიურ ფინანსურ აქტივობასა და ცხოვრებისეულ ღირებულებებს ერთიან საბანკო გამოცდილებად.საბარათე შეთავაზებების მიმართულებით გამოირჩევა ერთგული Visa Platinum საკრედიტო ბარათი, რომელსაც წლიური მომსახურების საკომისიო არ აქვს. აღნიშნული ბარათით, საქართველოში ნებისმიერ POS-ტერმინალზე ყოველი გადახდისას, მომხმარებლები თანხის 2%-ს ქეშბექის სახით იბრუნებენ. თიბისის 5,000-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში კი, ქეშბექის ოდენობა 12%-მდე იზრდება.The Digital Banker-ის საერთაშორისო ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისის მისიას - შექმნას ისეთი ციფრული პროდუქტები და სერვისები, რომლებიც მომხმარებლების რეალურ საჭიროებებსა და ფინანსურ მოთხოვნებს პასუხობს და მათ უმარტივებს ცხოვრებას.
1790761207
მოქმედი ნორმით, მოქალაქეებს, რომლებსაც თვეში 1 500 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვთ, სესხის მომსახურების მაქსიმალური კოეფიციენტი 25 პროცენტს, ანუ 375 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. 1 500 ლარზე მაღალი შემოსავლის მქონე პირებისთვის კი სესხის მომსახურების დაშვებული ყოველთვიური მაქსიმალური ლიმიტი შემოსავლის 50 პროცენტი, ანუ 750 ლარია, ხოლო ახალი ნორმით, რომელიც ძალაში 2027 წლის პირველი თებერვლიდან შევა, სესხის აღების 25 პროცენტიანი ზღვარი 1 500-ის ნაცვლად, 2 000 ლარი იქნება, ხოლო 2027 წლის პირველი სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება.როგორც ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. ახლა კი კომიტეტმა, კვლავ გადახედა კოეფიციენტის ზღვრებს და განაახლა. როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას.„ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების მორიგი რეკალიბრაციის გადაწყვეტილება მიიღო. სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვრების თავდაპირველი შეფასება 2017 წლის სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა, რომელიც 2022 წელს რიგი ეკონომიკური ნომინალური მაჩვენებლების ზრდის ფონზე განახლდა. მიმდინარე ეტაპზე კვლავ დადგა აღნიშნული კოეფიციენტის ზღვრების რეკალიბრაციის საჭიროება. ბოლო წლებში მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები და სხვა ნომინალური მაჩვენებლები, რის შედეგადაც არსებული ფიქსირებული ზღვრები სათანადოდ ვეღარ ასახავს მსესხებლების შემოსავლების მიმდინარე განაწილებასა და ვალის ტვირთს. PTI-ის ზღვრების უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში, მსესხებლების ერთი შემოსავლის კატეგორიიდან მეორეში გადასვლა შესაძლოა, ძირითადად ნომინალური შემოსავლების ზრდით იყოს განპირობებული და არა მათი რეალური გადახდისუნარიანობისა თუ რისკის პროფილის არსებითი ცვლილებით. შესაბამისად, ზღვრების განახლება მიზნად ისახავს PTI-ის ჩარჩოს მიმდინარე ეკონომიკურ გარემოსთან შესაბამისობაში მოყვანასა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის თავდაპირველი პოზიციის შენარჩუნებას. ამგვარად, კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია აღნიშნული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის რეკალიბრაცია. ამასთან, აღნიშნული ცვლილების მკვეთრი ერთჯერადი ზემოქმედების თავიდან აცილებისა და ეფექტის დროში გადანაწილების მიზნით, კომიტეტის გადაწყვეტილებით, სესხის მომსახურების კოეფიციენტის ზღვარი ეტაპობრივად გაიზრდება. კერძოდ, თუ აქამდე სესხის მომსახურების კოეფიციენტის 25%-იანი მოთხოვნა 1500 ლარამდე შემოსავლის მქონე პირებზე ვრცელდებოდა, ეს ზღვარი 2027 წლის 1 თებერვლიდან 2000 ლარამდე, ხოლო 2027 წლის პირველი სექტემბრიდან 2 500 ლარამდე გაიზრდება. აღნიშნული ცვლილება ხელს უწყობს მსესხებლების ჭარბვალიანობის რისკების შერბილებასა და ფინანსური სისტემის მდგრადობას“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2026 წლის 25 ნოემბერს გაიმართება.
1790760715
სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ გამშვები პუნქტის გავლით, სატვირთო ავტომანქანაში დამალვის გზით, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების ხუთ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"შანსი იმისა, რომ საქართველო დაუახლოვდეს ევროპას, ან აღვიდგინოთ ტერიტორიული მთლიანობა, არის ნულის ტოლი, სანამ ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი"
1789586780
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
1789583772
17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1789586641
ბიზნესმენ თემურ უგულავას დაფუძნებული "რადიო ქალაქი" ბერა ივანიშვილმა იყიდა
1789760302
თბილისში არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
1789626759