პროცედურები უნდა გავიაროთ, რათა შემდეგ ევროპულ სასამართლოში დავა გავაგრძელოთ, - ამის შესახებ დაკავებული ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესში დარღვეულია კონსტიტუციური ნორმები.

"ეს იმას არ ნიშნავს, რომ განაჩენი დასაბუთებული იქნება, ან მის კანონიერებას ვეთანხმებით, აღნიშნული საგამოძიებო კომისიის შექმნის პროცესში დარღვეულია კონსტიტუციური ნორმები, რეგლამენტი, რომელიც სრულ საფუძველს აძლევდა სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი გამოეტანა. 

რაც შეეხება საქმის განაჩენის გასაჩივრებას, ეს პროცედურები უნდა გავიაროთ, გვაქვს თუ არა მოლოდინები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან შემდეგ ევროპულ სასამართლოში დავა გავაგრძელოთ", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ირაკლი ოქრუაშვილს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.