შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - 1982 წელს დაბადებული მ.ი. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით  - 1988 წელს დაბადებულ ა.მ.-სა და 1992 წელს დაბადებულ რ.ვ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებულ ა.მ.-ს სამედიცინო დახმარება შემთხვევის ადგილზე გაეწია, ხოლო რ.ვ. საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მ.ი. მომხდარიდან მალევე, ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით  მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 5 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.