შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ს. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ყოფით ნიადაგზე მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, ცივი იარაღის გამოყენებით  - 1962 წელს დაბადებულ ა.ს.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.ს. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 7 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.