შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით  დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის  ბრალდებით 1965 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ი.ვ. და 2004 წელს დაბადებული რუმინეთის მოქალაქე ა.ნ. სხვადასხვა დროს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ერთ-ერთი ადგილიდან, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის „მეთადონი" და „ალფა-პვპ“  ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების  20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.