თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმის პროკურორს, რომელიც მედიასთან კომენტარს აკეთებდა, საქმეში ბრალდებული ნია იმნაძის დედა დაუპირისპირდა.

ბრალდებული იმნაძის დედა პროკურორ ქეთი სონიძეს მისი შვილის უკანონო დაკავებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

"გთხოვ, როგორც დედამ დედას, მითხარი, საერთოდ არ გრცხვენია, რაზე გაქვს ხელი მოწერილი?! ღმერთი იყურება მაღლიდან, ბუმერანგია ეს ცხოვრება და არ იცი, როდის ვის რა დაუბრუნდება. ნიასგან გეუბნები, ღმერთს გეფიცები, ნიას სიცოცხლეს გეფიცები, შენზე ლოცულობს ნია, რომ ღმერთმა მოგიტევოს. შენ ძალიან კარგად იცი, რომ ნია უკანონოდ გყავს დაჭერილი", - განაცხადა ნია იმნაძის დედამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბრალდებული ნია იმნაძის მასწავლებლები გამოიკითხნენ.