ის, რომ მონაწილეობდა და იცოდა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია და დანარჩენზე ვნახოთ, - ამის შესახებ ბრალდებული ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას დედამ ნინო ქადაგიძემ განაცხადა.

"რაც ჩანს, ახლა ურთიერთობა ჰქონდათ და ეს ჩვენ არ დაგვიმალავს და მონაწილეობაზე და იმაზე, რომ იცოდა რამე, ამას არ ვადასტურებთ. ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. ახლა ურთიერთობა რომ ჰქონდა კაკულიებთან, არ დაგვიმალავს ჩვენ. დანარჩენს რაც შეეხება, რომ იცოდა ამ მკვლელობის შესახებ, მგონი, გამორიცხულია, ნუ, მე ასე ვფიქრობ.

ის, რომ მონაწილეობდა და იცოდა, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია და დანარჩენზე ვნახოთ. ვერ გეტყვით, სად იმყოფება, ადვოკატი არ გვყავს, არ ვფიქრობდით ამაზე", - განაცხადა ნინო ქადაგიძე-ჟვანიამ "ტვ პირველთან". 

პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 20 წლამდე, ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.

გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილის ბესარიონ (ბუსა) ჟვანიას მიმართ კი ძებნა გამოცხადდება.