პოეტ ზვიად რატიანს თავისუფლების 2 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით ცნო.

პოეტი 23 ივნისს დააკავეს. ბრალდების მხარის ინფორმაციით, ზვიად რატიანმა პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში ხელი დაარტყა.