საახალწლო ღონისძიებები როცა დამთავრდება, გვინდა, დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

კალაძის თქმით, პირობას აძლევს თბილისელებს, რომ რუსთაველის გამზირი ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება ახალი დიზაინით, სიახლეებით, მოწესრიგებული და განახლებული.

"გვქონდა სურვილი, რუსთაველის გამზირზე დაგვეწყო სამუშაოები და გადავიტანეთ ახალი წლების მერე. როცა საახალწლო ღონისძიებები დამთავრდება, გვინდა, დავიწყოთ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია. ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ქალაქის ცენტრალური გამზირი ასე არ უნდა გამოიყურებოდეს, მით უმეტეს ისეთ ქალაქში, როგორიც თბილისია. პირობას ვაძლევ თბილისელებს, რომ ერთ-ერთი საუკეთესო გამზირი იქნება ახალი დიზაინით, სიახლეებით, მოწესრიგებული და განახლებული. მიწისქვეშა კომუნიკაციებში სერიოზული პრობლემაა და გარკვეული დრო დასჭირდება ამ სამუშაოებს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავამთავროთ“, – განაცხადა კალაძემ.