შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით - 1985 წელს დაბადებული ი.ბ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, 1989 წელს დაბადებულ დ.ს.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ბრალდებული პოლიციაში მომხდარიდან მეორე დღეს თავად გამოცხადდა და ჩადენილი დანაშაული აღიარა. სამართალდამცველებმა ი.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.