სამოქალაქო აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ერთწლიანი პატიმრობა მიესაჯა. ის ციხეს 6 თვეში დატოვებს. 

ისაკო დევიძეს ბრალი სსკ-ის 366-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც სასამართლოს უპატივცემლობას გულისხმობს.

2025 წლის 22 დეკემბერს დევიძემ მოსამართლე ზვიად ცეკვავას სამუშაო კომპიუტერს ხელი დაარტყა. ცეკვავა დევიძის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავდა.