სამტრედიაში ბარათაშვილის ქუჩაზე ცოლმა ქმარი მოკლა. მამაკაცს ჭრილობა სავარაუდოდ, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მეზობლების ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ნაქირავებ სახლში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა.

მათივე თქმით, გვიან ღამით ყვირილის ხმა გაიგეს, შემდეგ კი ადგილზე პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა ნახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პირმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

სავარაუდოდ, ქალი დაკავებულია.