შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის  თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,  განსაკუთრებით დიდი ოდენობით  ნარკოტიკული საშუალების  ჯგუფურად, უკანონო შეძენა - შენახვისა და  რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით  უკრაინის მოქალაქეები: 1992 წელს დაბადებული ი.ი. და 1985 წელს დაბადებული ლ.ი. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თბილისში,  ბრალდებულების პირადი, დროებითი საცხოვრებელი სახლისა და სხვადასხვა ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით -  108 შეკვრა  ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

პოლიციის მიერ ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.