პოლიციამ რუსთაველზე, პროევროპულ საპროტესტო აქციაზე ადამიანების დაკავება დაიწყო.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაკავებულია დავით ქაშიაშვილი, ლუკა ხიზაძე, ლადო გამყრელიძე, დათო ლომინაშვილი და გიორგი ყურუაშვილი.

აქციის მონაწილეები მსვლელობას პარლამენტის შენობიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მართავდნენ.