თურქეთის ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, სარფის საბაჟოზე დააკავეს საქართველოდან გადასული პირი, რომელსაც 250 წყლის კუ ფარულად გადაჰყავდა.

მესაზღვრეებმა მამაკაცზე ეჭვი ქურთუკის გამო მიიტანეს, რომელიც შებერილი იყო.

ჩხრეკის დროს აღმოჩნდა, რომ კაცს ტანზე მიმაგრებული ჰქონდა ყუთი, რომელშიც კუები იყვნენ.

თურქული მხარე აცხადებს, რომ კუები ართვინის პროვინციის ბუნების დაცვისა და ეროვნულ პარკებს გადაეცა.