სასამართლომ ბლოგერ უჩა აბაშიძეს 5 წლით, მის მეუღლეს მარიამ იაშვილს კი თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 

განაჩენი მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ გამოიტანა.

მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე პრიმა და 236-ე მუხლებით წარედგინათ. აღნიშნული კი პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება-შენახვას და ასევე, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას გულისხმობს.

ბლოგერი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე გასული წლის 9 მაისს დააკავეს.