წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში შეიარაღებულმა პირებმა გუშინ ღამით ერთ-ერთი ოჯახი დააყაჩაღეს, სახლის მეპატრონეებს კი ფიზიკურად გაუსწორდნენ.

არსებული ინფორმაციით, წაღებულია 17 ათასი ლარი, რომელიც დაზარალებულს თხილის ჩაბარების შედეგად ჰქონდა.

თავდამსხმელებმა მიმალვა შეძლეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

დაკავებული ამ დრომდე არავინ არის.