თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახი მას ორი დღის განმავლობაში ეძებდა.

როგორც სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი წერს, ის თანატოლებმა ერთ-ერთის მეგობრის სახლში მოკლეს, რის შემდეგ ცხედარი დატოვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 3 პირი.

გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - 108-ე, რაც მკვლელობას გულისხმობს და 376-ე, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.