თბილისში, ნაძალადევში 3 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა.
დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისში, ნაძალადევში 3 ადამიანი ცივი იარაღით დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ყოფით ნიადაგზე მოხდა.
დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
1775045950
მისი თქმით, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს."პატარა, მაგრამ ჩემთვის და ბაჩოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება! სამთვიანი ყოველდღიური ბრძოლის შედეგად დავიბრუნე ბაჩოსთან ციხეში შესვლის კანონიერი უფლება, როგორც ადვოკატმა. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ადრე თუ გვიან, უნდა ვიბრძოლოთ ყველამ ერთად დიდი გამარჯვებისთვის, არ უნდა გავჩერდეთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ", - წერს ანი ნადარეიშვილი. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გასული წლის 25 დეკემბერს დააკავეს. საქმე 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხება. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.პროკურატურამ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მოწოდების ფაქტზე ბაჩო ახალაიას მეორე ბრალდება 27 მარტს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
1775045180
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ავიაკომპანიას ფრენების განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიანიჭა.Sky Express საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2024 წელს შემოვიდა. დღეისათვის ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ათენი - თბილისი - ათენის მიმართულებით ასრულებს. ჰერაკლიონი - თბილისი ავიაკომპანია Sky Express-ისთვის ახალი მიმართულებაა.აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საბერძნეთს შორის საჰაერო მიმოსვლა მგზავრთნაკადის მზარდი დინამიკით გამოირჩევა. გასულ წელს, საქართველოსა და საბერძნეთს შორის პირდაპირი საჰაერო გზით 284 858 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 29%-ით აღემატება ორ ქვეყანას შორის 2024 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას (220 776). მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოსა და საბერძნეთს შორის ფრენებს ავიაკომპანიები - ეგეოსის ავიახაზები, სქაი ექსპრესი და ვიზ ეარი კვირაში 19 სიხშირით შეასრულებენ.
1775042523
მისივე თქმით, სასამართლოს განმარტება, რომ ის ვერ დაეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას, იურიდიული თვალსაზრისით გაუგებარია."იმ პირობებში, როცა დაზარალებულს თვითონ ჰქონდა დადასტურებული თავდასხმის ფაქტი, სათუო და სადავო არ ყოფილა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ყოფნა. აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში ჩადენილი ნებისმიერი მოქმედება ათავისუფლებს პირს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან. სასამართლოს განმარტება, რომ ის ვერ დაეყრდნობა დაზარალებულის ჩვენებას, ჩემთვის, ცოტა რთულად გასაგებია, რა ალტერნატივა აქვს ადამიანის ნათქვამ - "არ განმიცდია ტკივილის", ან "ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის, რაც მოხდა და გთხოვთ, გაათავისუფლოთ პირები" - რა ინტერესი წონის ამას და ვისთვის არის ეს პრიორიტეტული, ჩემთვის, გაუგებარია იურიდიული თვალსაზრისით, ეს გასაგები მხოლოდ მაშინ ხდება, თუ პოლიტიკურ კონტექსტს დავუმატებთ და იმას, რომ ბიჭების პატიმრობის ან თავისუფლების მიმართულია შიშის თესვისკენ", - განაცხადა ომარ ფურცელაძემ."ქართული ოცნების" აქტივისტის და ყოფილი ფეხბურთელის ბექა გოცირიძის მიმართ ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულებს თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს სასამართლომ ერთი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
1775042320
მისივე თქმით, ამ გარემოებასთან ერთად ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინები არის მიზეზი ელექტროენერგიის ფასის მკვეთრი გაძვირების."შევარდნაძის დროს დენი არ იყო, იმიტომ რომ მისი ენერგეტიკის მინისტრები რუსეთის ჩუბაისთან ერთად ყიდდნენ ენგურჰესის დენს მარცხნივ თურქეთში.ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ანატოლი ჩუბაისი შემხვდა და შემომთავაზა იგივე სქემის გაგრძელება. ნუ, ჩემი პასუხი გასაგებია, რის შემდეგაც ჩუბაისმა საჯაროდ მიწოდა "რუსოფობი", სამაგიეროდ საქართველოში დენი მოვიდა. კალაძემ კი ენერგეტიკის მინისტრობისას და ახლა უკვე მერობისას განაახლა რუსებთან ერთად ფულის კეთების სქემები, მათ შორის თაღლით მაქაცარიასთან ერთად. ეს და პლუს ივანიშვილის ბიტკოინები არის მიზეზი ელექტროენერგიის ფასის მკვეთრი გაძვირების. როგორც კი ესენი ჩაიხსნებიან, დენი ისევ გაიაფდება.მადლობა ყურადღებისთვის", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
1775042198
მისივე თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის, "ოცნების" პასუხისმგებლობით და დანაშაულით გაწყდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან."ბიძინა ივანიშვილს მანევრირების არანაირი საშუალება არ აქვს. როდესაც მანევრირების სივრცე იხურება, ეს მტკივნეულია ივანიშვილისთვის, როგორც ერთი ავტოკრატისთვის. მთავარი, ძირითადი უსაფრთხოების მექანიზმი, რომელსაც ბიძინა ივანიშვილს წლები ჰქონდა, ეს იყო პროპაგანდაზე დაფუძნებული ომი-მშვიდობის გზავნილი და ეს არ არის ის სამოქალაქო მშვიდობა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს სჭირდებათ და ზუსტად აღმოჩნდა კიდეც, რომ მშვიდობის დამცველი არ არის ივანიშვილი. ამასთანავე, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის, "ოცნების" პასუხისმგებლობითა და დანაშაულით გაწყდა სტრატეგიული თანამშრომლობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
1775042088
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ეს დაიბრუნა მაშინ, როცა გაზარდა ელექტროენერგიის ფასი."ელექტროენერგიის 33%-იანი მატება პირდაპირ უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის კორუფციულ ინტერესებს, ამის ნათელი დადასტურებული, მკაფიო დადასტურება არის გიორგი ბაჩიაშვილ-ივანიშვილის დავა, როგორც ბიტკოინებზე, ასევე ჰესთან დაკავშირებითაც.როდესაც ბაჩიაშვილთან გარიგება დადეს, იმავე პერიოდში იწყება ივანიშვილისთვის არა მხოლოდ ბიტკოინების დაბრუნება, არამედ ჰესისაც. ეს დაიბრუნა მაშინ, როცა გაზარდა ელექტროენერგიის ფასი", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.ბიძინა ივანიშვილმა "მტკვარი ჰესი" უკან გამოისყიდა. აღნიშნული ჰესი თანაინვესტირების ფონდმა 2024 წლის ზაფხულში გაყიდა.
1775041926
მისივე თქმით, მაღალ თანამდებობებზე ნიშნავენ პირებს, ვინც ინგლისური ენა იციან."ქართულ ოცნებას" დიდი არჩევანი არც აქვს. იყო "ქართული ოცნების" ელჩი, ან მინისტრი, სირცხვილია უკვე და ეს პარალელურად ნიშნავს, რომ უარი თქვა ქვეყნის ღირებულებებზე და ქვეყნის ინტერესებზე. ამიტომ, ვისაც ეს ღირებულებები დაცლილი აქვს, ვინც იცის ინგლისური ენა, პირდაპირ იმათ ნიშნავენ ელჩებადაც და სხვა მაღალი სტატუსის მქონე პირებად. სირცხვილია.ამიტომ, იმისათვის, რომ დავიბრუნოთ ქვეყანა, საჭირო არის ერთობა. სწორედ ამიტომ, დაგეგმილია ვიზიტები ბრიუსელსა და ვაშინგტონში. ჩვენ, პროდასავლურმა ძალებმა უნდა შევძლოთ ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანა", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა.
1775039969
"საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შესაბამის საპოლიციო ღონისძიებებს უწყვეტ რეჟიმში ატარებენ.სამართალდამცველების მიერ, ბოლო 72 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციაში ჩართული და მხარდამჭერი 108 პირია დაკავებული.დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო კულტივირების ბრალდებით დაკავებული არიან, როგორც საქართველოს ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირების უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღების დანაშაულებრივ სქემაში იყო ჩართული. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელა ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა.ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მათი დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება. სამართალდამცველების მიერ, საპოლიციო ღონისძიების ფარგლებში, გამოვლენილნი და დაკავებულნი არიან ის ნარკოდამნაშავეებიც, რომლებიც უცხოეთიდან ამანათებით, შენიღბულად გამოგზავნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რეალიზაციას გეგმავდნენ.პოლიციელების მიერ, ასევე, აღკვეთილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გავრცელების მცდელობის მორიგი მასშტაბური ფაქტი და დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმერეთისა და აჭარის რეგიონებში, შემდგომი რეალიზაციის მიზნით 600-ზე მეტ ლოკაციაზე, სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განათავსა. ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია კონკრეტული ადგილების ფოტოსურათები, შესაბამისი აღმნიშვნელებითა და ადგილმდებარეობით.სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, „ჰეროინი“, ,,მეთადონი", „ალფა-პვპ“, "მდმა", „ბუპრენორფინი“ და „კლეფედრონი“.ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე, 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა, 261-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველების მიერ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგების შესახებ, მოსახლეობას პერიოდულად ვაწვდით ინფორმაციას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღკვეთილია ნარკოტიკების გასაღების, გასაღების მცდელობისა და ქვეყანაში ნარკოტიკების შემოტანის ასეულობით ფაქტი. აღნიშნული მიმართულებით სამართალდამცველები უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ და დანაშაულებრივ სქემაში ჩართული პირები, მართლმსაჯულების წინაშე პასუხს კანონის სრული სიმკაცრით აგებენ", - განაცხადა დარახველიძემ.
22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
1774099321
21 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება
1774026579
პეტრე ცისკარიშვილი - ეს ორი რეჟიმი როცა მაქსიმალურად დასუსტდება და დასრულდება, მაშინ იქნება მიშა თავისუფალი
1774256748
"ღრმად სიმბოლურია, რომ ერთსა და იმავე დროს პატრიარქი ილია და პატრიარქი ფილარეტი დატოვებენ ამ სამყაროს"
1774179644
საქართველოში გლოვის დღეები პატრიარქის დაკრძალვის დღის ჩათვლით გაგრძელდება
1773837599