დღეს, 2 იანვარს, 19:00 საათზე, მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბებიან.

"2 იანვარს დავიბედოთ ერთმანეთი.

წელს დავინახეთ ის, რაც სცადეს, რომ დაგვვიწყებოდა: საქართველოს ჰყოლია თავისუფალი, ღირსეული, ამაყი, პატრიოტი მოქალაქეები, რომლებიც არ იღლებიან და არ ნებდებიან.

ამ დღეს მადლიერება გამოვხატოთ ერთმანეთისადმი და კიდევ ერთხელ გავიმეოროთ:

- თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!

- ვითხოვთ ახალ არჩევნებს!" - აღნიშნულია ინფორმაციაში.