3 ნოემბრის #საკვირველიდღეები:
7 000 მბ + 200 წთ (საქართველოში) - 14₾
100 წთ (საქართველოში) - 4₾
60 000 მბ - 23₾
9 000 მბ - 10₾
ვადა - 30 დღე
ჩართვა - *288#
ან აპლიკაციით MyMagti
www.magticom.ge/sakvirveli329
3 ნოემბრის #საკვირველიდღეები:
7 000 მბ + 200 წთ (საქართველოში) - 14₾
100 წთ (საქართველოში) - 4₾
60 000 მბ - 23₾
9 000 მბ - 10₾
ვადა - 30 დღე
ჩართვა - *288#
ან აპლიკაციით MyMagti
www.magticom.ge/sakvirveli329
1793696189
მისი თქმით, სასამართლო პროცესებზე დადგინდება "ნაციონალური მოძრაობის" ისტორიული სიმართლე."სასამართლოში მიმდინარე პროცესმა ბოლო კვირებში მთელი ქართული საზოგადოების თვალწინ გააცამტვერა ივანიშვილის რუსული პროპაგანდა და კარგად გამოჩნდა, რომ ეს არის იურიდიული დივერსია ქართული სახელმწიფოს, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ იმიტომ, რომ სწორედ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებების რევიზია ხდება იმიტომ, რომ წულუკიანის კომისიის დასკვნა ითვალისწინებს ყველა რუსული ნარატივის დაკანონებას უმაღლეს სასამართლო დონეზე საქართველოში, რომელიც რუსეთის აგრესიის გასასამართლებლად იყო გამოყენებული ბოლო 15-20 წლის მანძილზე და უნდა აღინიშნოს, რომ, რა თქმა უნდა, ეს არის არაღიარების პოლიტიკისთვის შექმნილი ეგზისტენციალური საფრთხე.გარდა ამისა, ჩვენ ვიცით და გამოჩნდა, რომ მათი მთავარი მოტივაცია არის პოლიტიკური რევანში, ხოლო საქართველოს კონსტიტუციის 23-ე მუხლი ნათლად ამბობს იმას, რომ ეს უნდა იყოს პრევენციული ზომა მყისიერი საფრთხის წინააღმდეგ და არ უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება პარტიების გაუქმება. გარდა ამისა, რაც მნიშვნელოვანი გახლავთ, წულუკიანის კომისიის დასკვნა არის აბსურდული, მიკერძოებული და მოწმეები, რომლებიც მოყვანილი არიან ამ კომისიაზე, არიან ოპოზიციაში მყოფი ადამიანები და დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან". დასკვნაში არსებული საქმეები ვერ უძლებს საღ კრიტიკასაც, ამიტომ, გამოჩნდა, რომ შეუძლებელია ეს პოლიტიკური მანიფესტი აღქმული იყოს, როგორც იურიდიული დოკუმენტი.სასამართლო პროცესზე, რომელიც გაიმართება მომავალ კვირაში, კითხვა-პასუხით კიდევ უფრო გამოჩნდება ისტორიული სიცრუე, რომელიც არის "ოცნების" მხარეს და ისტორიული სიმართლე, რომელიც არის "ნაციონალური მოძრაობის" მხარეს. ჩვენ წავაწყდებით "ოცნების" სასოწარკვეთილ მცდელობებს, რომ რაღაცები გადაფარონ, მაგრამ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.მილიონზე მეტ ადამიანს ხმის მიცემის უფლებას ვერ წაართმევენ, რაც არ უნდა გადაწყვიტონ, ეს იქნება უკანონო და ქართველი ხალხი, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვებს", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
1793695800
მისი თქმით, ირაკლი კობახიძეს ქვეყანაში მიმდინარე პრობლემებზე მოუწევს პასუხების გაცემა."ამ შეხვედრის ფარგლებში მას მოუწევს ძალიან მძიმე კითხვებზე პასუხის გაცემა, ყველა კითხვას დაუსვამენ პირდაპირ. მას მოუწევს იმის ახსნა, როგორ შეიძლება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა იყოს დაკავებული ოპოზიციის აკრძალვით, უდანაშაულო ადამიანების დაკავებით, სიტყვის თავისუფლების აკრძალვით, როგორ შეიძლება ქვეყანა იყოს უმძიმეს მდგომარეობაში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის კუთხით, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რა მდგომარეობაა სამართლებრივი სახელმწიფოს გაუქმების თვალსაზრისით და მას მოუწევს ამ ყველაფერზე ძალიან ღია პასუხების გაცემა.რაც შეეხება იმას, რატომ მიდიან ესენი ასეთ შეხვედრებზე, ეს ძალიან მარტივი ასახსნელია - მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებაში, თავიანთ ამომრჩეველში შექმნან შთაბეჭდილება, რომ თითქოს, მათ კიდევ იწვევს ბრიუსელი, ან შესაძლებელია, რომ ევროპამ რაღაც ფორმით აღადგინოს კავშირი, რაც ტყუილია, რა თქმა უნდა", - განაცხადა გიგი გიგიაძემ.პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბრიუსელში "ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
1793688557
შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1793686920
"სამართალდამცველების მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ბრალდებულებმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით შეიმუშავეს ტრეფიკინგის გეგმა, რომლის განხორციელებაშიც ერთ-ერთი დაკავებულის არასრულწლოვანი შვილი ჩართეს.გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულები, შემუშავებული გეგმის განხორციელებისა და შრომითი ექსპლუატაციის მიზნით, არასრულწლოვანს ფიზიკური ძალადობით, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ძალადობის მუქარით მოწყალების თხოვნასა და დღიურად 100 ლარის შეგროვებას აიძულებდნენ, მიღებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი აღნიშნული თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, ბრალდებულები მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ.სამართალდამცველებმა გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულების დანაშაულებრივი ქმედებების დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება მოიპოვეს.ამ ეტაპზე დაზარალებული არასრულწლოვანი სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრშია განთავსებული. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 17 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
1793686453
შსს-ს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ფილიპინების, თურქმენეთის, ინდოეთის, რუსეთის, კენიის, აზერბაიჯანის, კუბის, უზბეკეთის, ბელარუსის, ეგვიპტის, იორდანიის, კოტ-დივუარის, ნეპალის, პაკისტანის, ჩინეთის, ალჟირის, ბელარუსის, ნიგერიის, სომხეთის და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 101 მოქალაქე.მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.მიმდინარე წელს, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ქვეყნიდან გაძევებულია 3600-ზე მეტი პირი.
1793686031
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 594 830 (+2 060) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 03.11.26-მდე: ტანკები – 12 452 (+0), ჯავშანტექნიკა – 25 633 (+4), საარტილერიო სისტემები – 51 840 (+39), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 2 252 (+1).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 731 (+0), თვითმფრინავები – 452 (+0), ვერტმფრენები – 356 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 3 067 (+4); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 593 954 (+1 413), ფრთოსანი რაკეტები – 5 140 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 35 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 169 473 (+363), სპეციალური ტექნიკა – 4 867 (+4).
1793649251
"დაზვერვის მონაცემებიდან ვიცით, რომ რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ახალ მასშტაბურ დარტყმას ამზადებს. უპირველეს ყოვლისა, ენერგეტიკისა და ლოგისტიკის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.მისივე თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ ხვალ, 3 ნოემბერს, მსოფლიო ყურადღება ამერიკის არჩევნებზე იქნება მიპყრობილი."ხოლო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები და ჩვენი სირთულეები საჰაერო თავდაცვის რაკეტებთან დაკავშირებით, მსოფლიოს ყურადღების მიღმა დარჩება", - განაცხადა ზელენსკიმ.მისი აზრით, საჭიროა რუსეთის მიმართულებით ისეთი სიგნალებია საჭირო, რათა მათ იქ იგრძნონ, რომ უკრაინის ტერორს მათთვის არანაირი სარგებელი არ მოაქვს.ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აგრესორი ქვეყნის ნავთობი დაიწვება, რადგან უკრაინა რუსულ თავდასხმებზე საპასუხოდ სამართლიან დარტყმებს ახორციელებს."რუსეთზე ისეთი ზეწოლაა საჭირო, რომ მათ ამ ომის დასრულების გარდა სხვა ალტერნატივა არ ჰქონდეთ. აშშ-ს და მსოფლიოს ამის გაკეთება შეუძლიათ, რუსული მკვლელობები უნდა შეწყდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
1793648443
როგორც მან დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში“ განაცხადა, სწორედ იმის გამო ჰქონდა დაპირისპირება და წამოვიდა “ოცნებიდან“, რაზედაც დღეს პატიმრობაში მყოფი პრემიერი საკუთარ წერილებში წერს."ირაკლი ღარიბაშვილი საქმე მთლიანად, სწორედ იმას ადასტურებს, რაზეც ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ - უმძიმეს სისტემურ კრიზისზე, რომელიც აქვს მართლმსაჯულების სისტემას. ჩემთვის ეს არ არის ახალი და ამიტომაც მჯერა, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება. ერთი წამითაც არ მეპარება ეჭვი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, თავის წერილებში, რა ფაქტებზეც საუბრობს, სიმართლეა. მას რომც არ ვიცნობდე პიროვნულად, თვითონ სისტემა როგორიც არის და მე როგორიც დანახული მაქვს, ახლოდან ვიცი და რომლის გამოც იყო ის დაპირისპირებები და რის გამოც მე წამოვედი “ოცნებიდან“, ეს არის ზუსტად, რასაც ღარიბაშვილი ჰყვება დღეს. გული მწყდება, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ შეგვეძლო გადაგვერჩინა ამ რეალობისგან ქვეყანა, როდესაც მართლა წყდებოდა ბედი, მართლმსაჯულების სისტემა დარჩებოდა იმ წარსულ უკუნეთში, თუ რეფორმას მივიყვანდით ბოლომდე, სამწუხაროდ, მაშინ დავრჩი უმცირესობაში. მაგრამ კარგია, რომ დღეს ლაპარაკობს თავად, თვითონ მივიდა პროცესზე, კარგია, რომ ამ თემებს ასაჯაროებს", - აცხადებს ბესელია.
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გარდაიცვალა
1792583651
რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმებით სამი წლით პატიმრობა განესაზღვრა, დაეკისრა 1 000 000-ლარიანი ჯარიმა, ჩამოერთვა ქონების ნაწილი
1792756620
"საქართველო ივანიშვილის გარეშე" - თბილისში დღეს აქცია გაიმართება
1792933394
დედაქალაქში „თბილისი ფუდ-გენი 2026“ გაიმართება
1792569403
ხვიჩა კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტთა ათეულშია
1793043600