კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის გარდაცვალების გამო პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარის ალენ სიმონიანის სამძიმრის წერილი მიიღო.

როგორც ალენ სიმონიანი სამძიმრის წერილში აღნიშნავს, ილია II  იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხის და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო.

"დიდი მწუხარებით შევიტყვეთ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების შესახებ.

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების, აგრეთვე,  ჩემი სახელით, გიცხადებთ გულწრფელ სამძიმარს თქვენ და ჩვენს კოლეგებს საქართველოს პარლამენტიდან. 

პატრიარქი იყო რწმენის საყრდენი და ქართველი ხალხის და სახელმწიფოსთვის დიდი სიბრძნის წყარო. მისმა სულმა მარადიულ სიმშვიდეში განისვენოს“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.